RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოშია!
16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.
იტალიელი (Cico) წარმოადგენს powermove-ის სკოლას. ძლიერია ძალისმიერ მოძრაობებში, არის არაერთი პრიზის მფლობელი და რამდენიმე ჩემპიონატში ჟიურის წევრი.
ლილუ (Lilou) ალჟირული წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია, ერთადერთი Red Bull BC One-ის ორგზის ჩემპიონი. უნიკალური სტილის მოცეკვავე. ასევე არაერთგზის პრიზიორი (როგორც All Star-ის ყველა წევრი), უმრავლეს ძირითად ჩემპიონატზე ჟიურის განუყოფელი წევრი.
16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night + , 17 აპრილს კი ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე, ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკში).
17 აპრილს მზიურის პარკში შეხვედრა დაგეგმილია 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.




აუფ, 18ში არ ვმუშაობდე, სიამოვნებით გავიქცეოდი მანდ ^_^
უი და 17ში თეატრი ათონელზე? რომელ საათზე? მანდ შესვლა რა დაგვიჯდება? :დ
ეგ არ ვიცი ზუსტად, მე ალბათ მარტო 18-ში ვნახავ
ჩემს თვალებს გათხოვებ.. ასე მაინც შევხედო :დ
მათხოვე და ლილუ/ჩიკო ნაყურებს მოგიტან
Pingback: All Stars in Georgia 2 | B-boy Lintu