Category Archives: ბრეიქდანსის გაკვეთილები

Some Sick Move Tutorials

რამდენიმე ვიდეოგაკვეთილი არადამწყები ბრეიქდანსერებისთვის. ამ პოსტში მოცემულია შემდეგი მოძრაობების ტუტორიალები : Buddha Spins, Head Slide, Hand Hops, Halo, Back Spin to Head Spin. ზოგიერთი მათგანი ძლიერ ფიზიკურ წვრთნას მოითხოვს, ზოგი კი დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშს. ამიტომ დამწყებებისთვის არ არის რეკომენდირებული. მაგალითად, ჩემი ფავორიტი მოძრაობა Halo მოითხოვს Windmill-ის და Air Chair-s ცოდნას და მათ სწავლამდე შეუძლებელია პირდაპირ ჰალოთი დაწყება.

Buddha Spins – საჭიროებს ფიზიკურ წვრთნას სანამ ამ მოძრაობაზე ვარჯიშს დავიწყებთ. ვიდეოში ნაჩვვენებია თუ რა სახის ვარჯიში სჭირდება ამ მოძრაობის ათვისებას. მას შემდეგ რაც ხელები საკმარისად გაგვიძლიერდება, ამ მოძრაობის სრულყოფილად გაკეთებამდე ერთი ნაბიჯია

Continue reading

Breakdance Tutorials

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე საინტერესო და გამოსადეგი საიტი ბრეიქდანსის მოყვარულებისთვის და არა მარტო. ამ საიტზე შესაძლებელია როგორც ზოგადად ბრეიქდანსის შესახებ საინტერესო და სხვა წყაროებში არარსებული ინფორმაციის გაგება, ასევე ვიდეოგაკვეთილების ნახვა ყველა დონის მოცეკვავისთვის (დამწყები, საშუალო თუ პროფესიონალურ დონეზე მოცეკვავე).

საინტერესოა, რომ ბრეიქდანსი საკმაოდ ახლოსაა ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნება კაპოეირასთან, რომელიც მე-17 საუკუნეში გაჩნდა. ბრეიქდანსი დღევანდელი სახით პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა, როცა ამერიკაში დაპირისპირებულმა ბანდებმა უთანხმოების გადაჭრა ცეკვით გადაწყვიტეს იარაღების ნაცვლად.
მას შემდეგ ჰიპ-ჰოპის და ბრეიქდანსის კულტურამ პარალელურად განაგრძეს ჩამოყალიბება და 80-90-იან წლებში უკვე მსოფლიო მასშტაბის პოპულარობას მიაღწიეს.

ვიდეოგაკვეთილებს თან მოყვება მოკლე აღწერაც. მოძრაობების რაოდენობა არც ისე დიდია, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისი.

საიტი:
http://breakdancetutorials.org/

Good Old Mike Garcia

hqdefault (1)

ეს ვიდეოები ცოტა ძველია, მაგრამ გამოცდილი ბრეიქერის და მასწავლებლის Mike Garcia a.k.a. “Breaker”-ის მიერ არის ჩაწერილი. გაკვეთილები 4 ნაწილისგან შედგება და ახსნილია როგორც ბრეიქდანსის, ასევე ჰიპ-ჰოპის მოძრაობები. ვიდეო შეიძლება ისეთი მაღალი ხარისხის არაა, მაგრამ საკმარისია ყველაფრის გასარჩევად. რაც მთავარია ყველაფერი ეტაპებადაა ნაჩვენები.

ძირითადად არის… ბევრი რამეა, არ ჩამოვთვლი.

გადმოწერე

Hip-Hop 4 All

2009-youthfest-003

Hip-Hop 4 All არის ვიდეო გაკვეთილების კურსი ჰიპ-ჰოპში. კარგადაა ახსნილი ძირითადი მოძრაობები, სხვადასხვა ტალღები, გლაიდინგი, თათინგი, სთრობინგი… ასევე კარგადაა ახსნილი ცეკვის ძირითადი პრინციპები, თუმცა თუ ინგლისური არ იცით მოძრაობების სწავლას მაინც ადვილად შეძლებთ.

გადმოსაწერი ბმული

Enjoy!

ციკლიდან „ბრეიქდანსის სასწავლო ვიდეოები“

ამ ვიდეოებში ლეგენდარული Storm სხვა B-boy-ების დახმარებით გვასწავლის ბრეიქდანსის ძირითად და რამდენიმე რთულ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ლამაზ მოძრაობას. ვიდეოებში საკმაოდ ბევრი გაკვეთილია და მოიცავს:

1)Top Rock
2)Footwork
3)Kicks and freezes (backkick, frontkick, halfback, hollowback, Lkick)
4)Powermoves (Air twist, 99, 2000, swipe, airswipe, Flares, Headspin, jackhummer, muchmills, Stars, turtle, windmill)

ზოგი რამ პირველად ვნახე და ძაან მომეწონა. კარგად ხსნის, როგორ Storm-ს ჩვევია. თეორიული საწყისები და მოძრაობების ფიზიკაც არ ავიწყდება

გადმოწერა

ეს ორი ვიდეო ამოვარჩიე თვალსაჩინოებისთვის
1 footwork & 1 powermove

P.S. რაც შეეხება Storm-ს, ის არის ერთ-ერთი პირველი ბრეიქერი და დიდი დამსახურება აქვს ბრეიქდანსის განვითარებაში. მასზე დავწერ შემდეგ პოსტს მათთვის, ვინც არ იცნობს…

Basic Footwork Moves

მგონი დროა დავდო საწყისი მოძრაობების გაკვეთილები footwork-ში. ეს არის ჩემი აზრით ბრეიქში ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და მოცეკვავის სტილის მაჩვენებელი მოძრაობები. footwork–ში ბლომადაა დამუშავებული მოძრაობები და ტრიუკებიც და იმპროვიზაციაც. მოძრაობების და ტრიუკების დამუშავება აქიდან შეგიძლიათ, იმპროვიზაცია კი თქვენზეა 😉

ყველაზე ძირითადი მოძრაობა – six step. რომელიც, როგორც სახელიდან ჩანს, შედგება ექვსი ეტაპისგან. ყველა დამწყები ბრეიქერი footwork–ის სწავლას იწყებს 6 step–ით. საერთოდაც ბრეიქის სწავლას იწყებენ ამ მოძრაობით, რადგანაც ის ყველაზე საბაზისოა.

ახლა ვნახოთ 6 step–ის რამდენიმე ვარიაცია:

Continue reading

ჰიპ-ჰოპის და ქუჩის ცეკვების გაკვეთილი (DVD)

ჰიპ-ჰოპის და ქუჩის ცეკვების სასწავლო გაკვეთილები დამწყებიდან მაღალ დონემდე. DVD გასწავლით დეტალურად სხვადასხვა მოძრაობებს და ასევე რიტმის და მუსიკის შეგრძნებას. მოკლედ კაი გაკვეთილებია

მოცულობა: 3.13 GB

ენა: ინგლისური

გადმოწერა 1

გადმოწერა 2

გადმოწერა 3

გადმოწერა 4

გადმოწერა 5


Volume 1 შეიცავს:
•მუსიკის/რიტმის გაგებას
• ღამის კლუბის მოძრაობებს
• პოპინგის საწყისებს
• თათინგის საწყისებს
• ლივლივს და სრიალს
• ტალღების სრულ კურსს
• Freestyle კლიპებს
• და მრავალ სხვას!

Toprock

B-boy B.yu – toprock-ის გაკვეთილები

პირველში დეტალურად არაა ახსნილი, მაგრამ მაგარი ვიდეოა. ყოველ შემთხვევაში მე მევასება კორეული ტოპროკი.

Continue reading

Hip-hop Lessons

დავიწყე ჰიპ-ჰოპის და ბრეიქდანსის გაკვეთილების სერია. მონაცვლეობით დავდებ სხვადასხვა მოძრაობების გაკვეთილების ვიდეოებს. ვიწყებ ტალღებით და გლაიდით/სრიალით.

აბსოლუტური დამწყებებისთვის

ჰიპ-ჰოპის სასწავლო ვიდეოები დამწყებისთვის – How to Dance to Hip-Hop: Video Series

ეს ვიდეოების სერია არის ჰიპ-ჰოპის დამწყების დონის გაკვეთილები Seth Gordon-ისგან, შედგება 18 ვიდეოსგან. ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს გამოგადგებათ.

Introduction

დანარჩენი ვიდეოები ამ საიტზე:

http://www.ehow.com/videos-on_3485_hip_hop-lesson-slips_-slides_-steps.html

ვიდეოების სერია შედგება:

1. An Introduction to Hip-Hop Dancing : Demonstration of Moves & Steps
2. Hip-Hop Dancing & First Thoughts for Beginners
3. The Easy Slip & Slide Move : Hip-Hop Dancing for Beginners
4. The Advanced Slip & Slide Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
5. The Foot Drive Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
6. More Tips for the Foot Drive Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
7. The Chicken Head Move : Hip-Hop Dance Steps & Tips for Beginners
8. The Chicken Head Move & More : Hip-Hop Dance Steps for Beginners
9. The Cincinnati Step Continued: Hip-Hop Dance Moves for Beginners
10. Heel Toe Moves : Hip-Hop Dance Steps for Beginners
11. More Heel Toe Step Tips : Hip-Hop Dance Moves for Beginners
12. The Wu Tang Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
13. The Cincinnati Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
14. One Two Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
15. More on the One Two Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
16. The LA Walk Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
17. More on the LA Walk Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
18. Step & Move Demonstrations for Hip-Hop Dancing Beginners