BOTY 2018

წლის ბრძოლა – Battle of the Year 2018 ჩატარდა 17 ნოემბერს მონპელიეში, საფრანგეთში. ჩემპიონატზე დიდი იყო მოლოდინები. ჯგუფურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ:

Power Crew (Senegal)

Top Coalition (Taiwan)

Vagabonds (France)

Moustik Crew (Madagascar)

Zoologic Beak Ninjaz (USA)

Found Nation (Japan)

Andaman Crew (Thailand)

Jinjo Crew (South Korea)

Continue reading

Advertisements

RB BC One 2018

რედ ბულის 2018 წლის ჩემპიონატს 29 სექტემბერს უმასპინძლა ციურიხმა, შვეიცარიაში. ეს ჩემპიონატი იმით იყო განსაკუთრებული, რომ Red Bull BC One პირველად 2004 წელს ჩატარდა ბიელში, შვეიცარიაში და 14 წლის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა იმ ქვეყანას, სადაც ყველაფერი დაიწყო!

ჩემპიონატში იყო გარკვეული სიახლეები. 2018 წელს პირველად ჩატარდა ცალკე შეჯიბრი b-girl-ებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად. გოგოებში იაპონიასთან ვერავინ ახლოსაც ვერ მოდის და ეს ჩემპიონატზეც გამოჩნდა, როცა მონაწილე 3 იაპონელიდან სამივე აღმოჩნდა ნახევარფინალში, 1 ფრანგთან ერთად. რაც შეეხება b-boy-ებს, ბევრი ახალი მონაწილე იყო აქაც. 2018 წელს პირველად რედ ბულის ჩემპიონატში ერთი გუნდიდან 3 მონაწილე მოხვდა – Lil Zoo, Cri6 და ბოლო შანსის საიფერის დახმარებით The Wolfer.

Continue reading

B-boy Pocket

ეს ადამიანი არის… უცხოპლანეტელი, არ ვიცი. Powermove-ების ღმერთი სამხრეთ კორეიდან. ტიპმა ფიზიკა არ იცის რა არის, ასწავლეთ ვინმემ. ისე დაფრინავს, მარტო ძალისმიერი მოძრაობები რომ აკეთოს, მაინც გამოიწვევს აღფრთოვანებას (მიუხედავად იმისა, რომ ცეკვაში მუსიკის დინების და footwork-ის მოყვარული ვარ). 20 წლისაა, მაგრამ ცხოვრების ნახევარია რაც ცეკვავს. 2005 წელს 9 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა.

ნამდვილი სახელი: GiJoo Kim
დაიბადა 1996 წლის 18 სექტემბერს
გუნდი: Morning of Owl
სახელი Pocket მგონი გასაგებია საიდანაც მოდის… ფიზიკურად პატარაა, ანუ ჯიბის ზომის და ამიტომ შეარქვეს :დ

Continue reading

ექსცენტრიული ბითბოქს-ჯაზმენი Reggie Watts

რეჯი არის ბითბოქს-ტროლი :დ ყველაზე ზუსტი დახასიათება ეს იქნება ალბათ. ის ცნობილია თავისი ბითბოქსის ტაბლოზე დალუპვით და ამის იმპროვიზაციულ იუმორისტული გამოსვლაში გაერთიანებით. ის აერთიანებს ბითბოქსს, კლავიშს, ტაბლოს, ვოკალს და კომედიას. არასდროს იცი მუსიკას სერიოზულად აკეთებს თუ ღადაობს.

Reginald Lucien Frank Roger Watts ან მოკლედ Reggie Watts დაიბადა 1972 წლის 23 მარტს. ის გერმანიაში დაიბადა ფრანგი და აფროამერიკელი მშობლებისგან, გარკვეული პერიოდი გერმანიში ცხოვრების შემდეგ ესპანეთში გაატარა ბავშვობა და საბოლოოდ მისი ოჯახი ამერიკაში გადავიდა, სადაც დაამთავრა სკოლა და მუსიკალურ სკოლაში შევიდა. ვატსის პერფორმანსებში შეინიშნება მისი მრავალკულტურული და მრავალენოვანი გამოცდილება. მან თავიდან ჯაზი შეისწავლა, შემდეგ გახდა სოლისტი სოულის, როკის და ჰიპ-ჰოპის ჯგუფ  Maktub-ში. მოგვიანებით მან დაიწყო იმპროვიზებული სოლო სიმღერების შესრულება Line 6-ში და ცდილობდა Tom Waits-ის მსგავსი ხმა მიეღო. ნელ-ნელა ის გადავიდა სხვადასხვა ჟანრში და ბითბოქსის გამოყენება დაიწყო მუსიკაში. 2012 წლიდან ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა კომედიის მიმართულებით. რეჯის ჩაწერილი აქვს 5 სოლო ალბომი, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმში თუ სატელევიზიო პროგრამაში.

Continue reading

Make Your Choice – ნაწილი 3

ვაგრძელებს ჰიპ-ჰოპ ცეკვის სტილების აღწერას. ორი პოსტი უკვე დავწერე ამაზე. პირველი ეხებოდა ბრეიქდანსის სტილებს, მეორე კი – ჰიპ-ჰოპ ცეკვების შედარებით ფართოდ გავრცელებულ სტილებს. ბოლო, მესამე ნაწილში ვისაუბრებ  სტილების Krumpin’, Flexin’, Jookin’, Jerkin’ და Dougie-ს შესახებ.

Continue reading

ბითბოქსი

ბითბოქსი არის მუსიკალური სახეობა, რომელშიც არანაირი ინსტრუმენტი არ გამოიყენება. მხოლოდ პირის და ენის (ზოგჯერ ყელისაც) სწრაფი და მოქნილი მოძრაობით გამოსცმენ სხვადასხვა ხმას, მათ შორის, თითქმის ყველანაირი მუსიკალური ინსტრუმენტის ხმას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დრამის, სკრეტჩების ან ვინილის ტაბლოს სხვა ხმების, კლარნეტის თუ სხვა ინსტრუმენტის ან აქამდე ადამიანებისთვის უცხო ხმების იმიტაცია… რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვეულებრივი, ადამიანური ხმების გამოცემაც.
ბითბოქსი დაკავშირებულია ჰიპ–ჰოპ კულტურასთან და მის “მეხუთე ელემენტად” ითვლება. თუმცა, ბითბოქსი ჰიპ-ჰოპისგან დამოუკიდებლადაც არსებობს. ადრეულ დრამის მოწყობილობებს beatbox – ბითის ყუთს ეძახდნენ. ბითბოქსერები ბაძავდნენ მის ხმებს, საიდანაც დამკვიდრდა მათი სახელიც. შემდეგში ეს მიმართულება მეტად კომპლექსური გახდა, როცა ბითბოქსერებმა ათასნაირი საკრავის იმიტირება და რამდენიმე ბითის პარალელურად “დაკვრა” ისწავლეს.

Continue reading

ბრეიქდანსის ჩემპიონატები

დღეს IBE-ს ჩემპიონატის ფინალის ფონზე პოსტს მივუძღვნი ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჩემპიონატებს. დავიწყებ ყველაზე ცნობილი და საქართველოშიც გავრცელებული ჩემპიონატით:

Red Bull BC One – შეიქმნა 2004 წელს Red Bull–ის მიერ და ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ჩემპიონატში 16 ბრეიქერი ეჯიბრება ერთმანეთს მსოფლიოს ყველა კუთხიდან 1v1 ბრძოლაში. აქედან 6 ადგილის მოპოვება ხდება რეგიონულ შესარჩევ შეჯიბრებებში გამარჯვების გზით, დანარჩენი 10 ადგილი კი შენახულია წინა წლის გამარჯვებულისთვის, wild card შერჩევისთვის და საერთაშორისო ექსპერტების პანელის არჩევანისთვის.

Continue reading