საიტის შესახებ

…და აღდგა ბლოგი ფერფლიდან ფენიქსივით, რადგან მისი ადგილი ამდენი ხნის შემდეგაც კი არავინ დაიკავა.

ამ ბლოგის მიზანია ჰიპ-ჰოპ კულტურის შესახებ ინფორმაციის ქართულ ენაზე შეკრება და ერთ სივრცეში შეგროვება. ბლოგის ძირითადი ფოკუსი არის ბრეიქდანსი, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ბრეიქდანსი არის ჰიპ–ჰოპ კულტურის ნაწილი და წარმოადგენს სანახაობრივ ცეკვას, რომელიც შეიცავს ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებს. ჰიპ–ჰოპ კულტურა ბრეიქდანსის გარდა ასევე მოიცავს რეპს, დიჯეობას, ბითბოქსს და გრაფიტის – ფაქტიურად ხელოვნების ყველა ძირითად დარგს.
ბრეიქდანსი, ისევე როგორც ზოგადად ჰიპ-ჰოპი, ჩამოყალიბდა 70–იან წლებში ნიუ–იორკის ქუჩებში, ბრონქსში. ის ძირითადად გავრცელებული იყო აფრიკელი ამერიკელების საზოგადოებაში. თავიდან ჰიპ-ჰოპი ანდერგროუნდში არსებობდა და ბრეიქდანსიც ითვლებოდა ანდერგრაუნდის ცეკვად, მაგრამ ოთხმოციანებში უკვე ფართოდ გავრცელდა და მას დღეისათვის მთელი მსოფლიო იცნობს.
ჰიპ-ჰოპ მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა საინტერესო ტექნიკას. რეპთან და დიჯეობასთან ერთად ის მოიცავს ბითბოქსს, სემფლინგს, სქრეჩინგს და ა.შ. თავიდან დიჯეები მელოდიის გაკრვეულ ნაწილს აბამდნენ ლუპზე (გამეორება) და ამ გზით ქმნიდნენ საკუთარ, ახალ ბითებს. ამას შემდეგ მოყვებოდა რიტმი და რეპის სტილის გარკვეული ვოკალი. შემდეგ დიჯეების მოწყობილობების ინსპირაციით ჰიპ-ჰოპ კულტურაში გამოიყო ბითბოქსინგი – დიჯეების მიერ დაკრული ხმების იმიტირება ადამიანის პირის საშუალებით. ადრეულ დრამის მოწყობილობებს beatbox – ბითის ყუთს ეძახდნენ. ბითბოქსერები ბაძავდნენ მის ხმებს, საიდანაც დამკვიდრდა მათი სახელიც. შემდეგში ეს მიმართულება მეტად კომპლექსური გახდა, როცა ბითბოქსერებმა ათასნაირი საკრავის იმიტირება და რამდენიმე ბითის პარალელურად “დაკვრა” ისწავლეს.

ჰიპ-ჰოპის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია გრაფიტი. მისი საშუალებით მოხდა ჰიპ-ჰოპ კულტურის ელემენტების ვიზუალური სტიმულირება. გრაფიტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა ჰიპ-ჰოპმა ის გარდაქმნა და საკუთარი კულტურის ნაწილი გახადა. ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სტილი განსხვავებულია და ასეთი გრაფიტი განსაკუთრებით გამოირჩევა. როგორც ბრეიქდანსია ჰიპ-ჰოპის კულტურის ფიზიკური გამოხატულება, ასევე არის გრაფიტი მისი ვიზუალური მანიფესტაცია.
ბრეიქდანსი შეიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: Robot – რობოტული მოძრაობები; Electric Boogie – რობოტულის მსგავსი მოძრაობები. განსხვავდება იმით, რომ უფრო გლუვ და ტალღურ მოძრაობებს მოიცავს; Freestyle – ეს არის პირველ რიგში იმპროვიზაცია. ძირითადად შეიცავს მოცეკვავის მოფიქრებულ მოძრაობებს; Uprock – ზედა მოძრაობები, რომლიდანაც შედის მოცეკვავე ქვედა მოძრაობებში და ძალაზე დაყრდნობილ მოძრაობებში; Powermove – ძალისხმიერი და ყველაზე ეფექტური მოძრაობები (windmill, headspin, turtle, backspin, swipes და სხვა); Freeze – სხეულის “გაყინვა” გარკვეულ რთულ პოზიციაში 1–5 წამით; Footwork – ქვედა ბრეიქი, ფეხის მოძრაობები (six step, 3 step…). ყველა ეს სტილი შედის ერთ ცეკვაში. ბრეიქერი არ ირჩევს ამათგან ერთ–ერთს, ის სწავლობს ყველა მათგანს და ერთმანეთს უხამებს ცეკვაში. ბრეიქდანსი ხშირად გულისხმობს მოცეკვავეებს ან მოცეკვავეთა ჯგუფებს, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და ერთგვარ ბრძოლაში უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარ შესაძლებლობებს.
დღეისათვის მსოფლიოში ტარდება მრავალი სხვადასხვა მასშტაბის ჩემპიონატი, მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი არის Red Bull BC One, რომელიც ტარდება მსოფლიო მასშტაბით და 16 ბრეიქერი იბრძვის პირველობისთვის. ჩემპიონატი ტარდება ერთი–ერთზე.

Advertisements

5 responses to “საიტის შესახებ

  1. so you think you can dance is chempionati dagaviwyda da just debouti 😛 yvelaze metaad battle mevasebaaa iiiiii dzaaan magariaaaaa,nu exla saqartveloos chempionatiic ro tardeba eg ratoo ar daweree 😀 😀 😀

  2. ჩემპიონატებზე მოკლედ დავწერე, თორე ისე ძაან ბევრი ჩემპიონატია
    და რედ ბული და BOTY ყველაზე მასშტაბური და ძლიერი ჩემპიონატებია

    so you think you can dance უბრალოდ ცეკვის შოუა, რომელშიც ბრეიქერებიც ხვდებიან. მე მარტო ბრეიქდანსის ჩემპიონატი ვახსენე 🙂

  3. bichebo breiq s swavla video gakvetilit sheudzlebelia dnelia roca azrze arxar da mainteresebs tu vinme aswavlis saqartveloshi tu icit rame moweret dzmurshi

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s