ბრეიქდანსის შესახებ

ბრეიქდანსი – ესაა ხელოვნების დარგი, რომელიც ჰიპ–ჰოპ კულტურის ნაწილია და წარმოადგენს ყველაზე სანახაობრივ ცეკვას, რომელიც შეიცავს ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებს. ჰიპ–ჰოპ კულტურა ბრეიქდანსის გარდა ასევე მოიცავს რეპს, DJ–ობას, Beatbox–ს და გრაფიტის. ბრეიქდანსი ჩამოყალიბდა 70–იან წლებში ნიუ–იორკის ქუჩებში. თავიდან ის ითვლებოდა underground–ის ცეკვად, მაგრამ ოთხმოციანებში უკვე ფართოდ გავრცელდა და მას დღეისათვის მთელი მსოფლიო იცნობს. მაიკლ ჯექსონი შეიძლება ჩაითვალოს ბრეიქდანსის ერთ–ერთ ფუძემდებლად. ბრეიქდანსი შეიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: Robot – რობოტული მოძრაობები; Electric Boogie – რობოტულის მსგავსი მოძრაობები. განსხვავდება იმით, რომ უფრო გლუვ და ტალღურ მოძრაობებს მოიცავს; Freestyle – ეს არის პირველ რიგში იმპროვიზაცია. ძირითადად შეიცავს მოცეკვავის მოფიქრებულ მოძრაობებს; Uprock – ზედა მოძრაობები, რომლიდანაც შედის მოცეკვავე ქვედა მოძრაობებში და ძალაზე დაყრდნობილ მოძრაობებში; Powermove – ძალისხმიერი და ყველაზე ეფექტური მოძრაობები (windmill, headspin, turtle, backspin, swipes და სხვა); Freeze – სხეულის “გაყინვა” გარკვეულ რთულ პოზიციაში 1–5 წამით; Footwork – ქვედა ბრეიქი, ფეხის მოძრაობები (six step, 3 step…). ყველა ეს სტილი შედის ერთ ცეკვაში. ბრეიქერი არ ირჩევს ამათგან ერთ–ერთს, ის სწავლობს ყველა მათგანს და ერთმანეთს უხამებს ცეკვაში. დღეისათვის მსოფლიოში ტარდება მრავალი სხვადასხვა მასშტაბის ჩემპიონატი, მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი არის Red Bull BC One, რომელიც ტარდება მსოფლიო მასშტაბით და 16 ბრეიქერი იბრძვის პირველობისთვის. ჩემპიონატი ტარდება ერთი–ერთზე.

5 responses to “ბრეიქდანსის შესახებ

  1. so you think you can dance is chempionati dagaviwyda da just debouti😛 yvelaze metaad battle mevasebaaa iiiiii dzaaan magariaaaaa,nu exla saqartveloos chempionatiic ro tardeba eg ratoo ar daweree😀😀😀

  2. ჩემპიონატებზე მოკლედ დავწერე, თორე ისე ძაან ბევრი ჩემპიონატია
    და რედ ბული და BOTY ყველაზე მასშტაბური და ძლიერი ჩემპიონატებია

    so you think you can dance უბრალოდ ცეკვის შოუა, რომელშიც ბრეიქერებიც ხვდებიან. მე მარტო ბრეიქდანსის ჩემპიონატი ვახსენე🙂

  3. საინტერესოა

  4. bichebo breiq s swavla video gakvetilit sheudzlebelia dnelia roca azrze arxar da mainteresebs tu vinme aswavlis saqartveloshi tu icit rame moweret dzmurshi

  5. @ika ამას დაუკავშირდი:

    https://www.facebook.com/GBreaKDance?fref=ts

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s