ბრეიქდანსის ტერმინოლოგია

გადავწყვიტე ბრეიქდანსის ტერმინოლოგიაზე ცალკე პოსტი გავაკეთო იმიტომ, რომ ტერმინოლოგიის აზრზე თუ არა ხარ ბრეიქერების საუბარი ჩინურად მოგეჩვენება. მით უმეტეს, თუ ბევრ სიტყვას ქართული შესატყვისი არა აქვს. ტერმინოლოგიას ჩამოვწერ, თითოეულს როგორღაც განვმარტავ და ქართულ შესატყვისს დავუწერ, ან მოვუძებნი, ან დამეხმარეთ რო მოვუძებნო… ან რაღაცა იქნება

მოკლედ, დავიწყე

დააავიწყოთ toprock-ით

Toprock – მოძრაობები ბრეიქდანსში, რომლებიც სრულდება დგომში და სხეულის ფლობის, სტილის და რიტმის გრძნობის დემონსტრირებაა. ჩვეულებრივ, ბრეიქდანსის ცეკვას ყველა ამით იწყებს და მერე გადადის downrock-ზე

ქართული შესატყვისი:

ჰიპ-ჰოპი (:D)

Downrock (footwork) – წინას საპირისპიროდ მოძრაობები სრულდება ქვევით, ანუ ხელები და ფეხები არის იატაკზე და ბრეიქერი ახდენს სისწრაფისა და კომბინაციების დემონსტრირებას. downrock-ის მერე მოცეკვავეები გადადიან Power move-ებზე

ქართული შესატყვისი:

თუ გავითვალისწინებთ, რომ footwork-ს დიდად არ არჩევენ შეიძლება დავუძახოთ დაროჟკა (თუმცა ეს 6-step-ია და ქართული სხელი მაინც არაა დაროჟკა)

Power Move – ყველაზე ეფექტური მოძრაობები, რომლებიც ხშირად მოითხოვენ ძლიერ და მოქნილ სხეულს და ყველაზე მეტად მოქმედებენ მაყურებლებზე, თუმცა მარტო ასეთი მოძრაობები მომაბეზრებელია, რადგან Power move-ებს ყველა ერთნაირად აკეთებს

ქართული შესატყვისი:

ძალისხმიერი მოძრაობები (მაინცდამაინც არ მომწონს)

6-Step – ბრეიქდანსის ერთ–ერთი ყველაზე ძირითადი მოძრაობაა, როდესაც ფეხებით წრიულად მოძრაობ და სხეული ეყრდნობა მხრებს ისე, რომ მიწასთან ახლო პოზიციაში რჩები (ჰა როგორია?😀 ). ეს მიძრაობა იმიტომაა ძირითადი, რმ თითქმის ყველა ბრეიქდანსის ცეკვას ამ მოძრაობით სწავლობს და თან აქიდან ყველაზე ადვილია სხვა მოძრაობებზე ბუნებრივად გადასვლა. ასევე არსებობს 6-step-ის ვარიანტებიც (5-step, 3-step, 12-step… მაგრამ ეხლა ამაზე არ ღირს)

ქართული შესტყვისი: საქართველოში დაროჟკას ეძახიან, მაგრამ რუსულ სახელს კიდევ ინგლისური მირჩევნია

Windmill – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და საწყისი Power move-ი. ამ მოძრაობის კეთებისას ტრიალებ წრიულად და სხეული ეყრდნობა მკერდს/მხრებს/ზედა ზურგს, ფეხები კი არის V–ს ფორმაში.

ქართული შესატყვისი: რაღა ქართული შესატყვისი, მელნიცას ეძახიან (მგონი რუსულმა ტერმინებმა უკვე ადგილი დაიმკვიდრა)

Turtle – ამ მოძრაობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს სირთულების მიხედვით. ჩვეულებრივი არის, როცა იდაყვებს აყრდნობ ტანს და მიწის პარალელურად გაქვს ტანი ჰაერში. ეს freeze–ია და როცა ასეთ პოზაში წრიულად მოძრაობ და ხან მარჯვენა იდაყვზე გადაგაქ წონა, ხან მარცხენაზე, არის Turtle–ი. შემდეგ სირთულით მოდის კრიკეტი (Cricket). ამ შემთხვევაში ტანი მარტო ერთ ხელს ეყრდნობა და ეს ხელი გმოიყენება ახტომისთვის, მეორე კი წრიული მოძრაობის შესანარჩუნებლად. Jackhammer-ის დროს უკვე წრიული მოძრაობაც და ნახტომებიც ერთ ხელზე ხდება და მეორე ხელი თავისუფალია. უფრო ძნელი ვარიანტებიც არსებობს, როცა ტანი იდაყვებზე არ ეყრდნობა და ხელები გაშლილია, მაგრამ ამას ძალიან ძლიერი ხელები ჭირდება და ცოტა აკეთებს. გაშლილი ხელებით უკვე UFO–ა.

ქართული შესატყვისი: რაღა ბევრი ვილაპარაკო და “კუ” (თუმცა ჩერეპახას ეძახიან მაინც Turtle-საც, Cricket-საც და Jackhammer-ებსაც)

და სხვა… (დავამატებ მერე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s