გრაფიტი

ტერმინი გრაფიტი საკმაოდ ძველია და ასე კედელზე ნახატებს ეძახიან. მისი ნიმუშები არის ძველ საბერძნეთსა და რომშიც. თანამედროვე მნიშვნელობით ეს არის ვერტიკალურ ზედაპირზე ხატვის ხელოვნება (კედელზე, ვაგონებზე, ღობეებზე…), რომელიც იყენებს საღებავად აეროზოლებს და მარკერებს. გრაფიტი ძირითადად ასოცირდება ჰიპ–ჰოპ კულტურასთან. 60–იან წლებში გრაფიტი იყო პოლიტიკური აქტივისტებისთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. კედელზე ხატვა ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია, თუმცა, თუ არავინ დაინახავს ხატვის პროცესს… ზოგადად გრაფიტი არის თვითგამოხატვის საშუალება და ის ჰიპ–ჰოპის ერთ–ერთი ძირითადი ელემენტია რეპთან, ბრეიქდანსთან და დიჯეინგთან ერთად. გრაფიტით ხდება არა მარტო ტექსტის გამოსახვა, არამედ ნებისმიერი რამის ხატვაც.

ეს საიტი არის პატარა გასართობი გრაფიტის მოყვარულებისთვის, შეგიძლია შენი გრაფიტი შექმნა ძალიან მარტივად და გაეთამაშო გრაფიტის:

http://www.graffiticreator.net/

გრაფიტი ადამიანთა გარკვეული ნაწილის მიერ ვანდალიზმად აღიქმება, სხვები კი მასში ხელოვნებას ხედავენ. გრაფიტის წარწერები ან ნახატები შეიძლება შეგვხვდეს შენობების ან გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე, სხვადასხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. გრაფიტის ჰიპ-ჰოპთან ასოცირება 70-იან წლებს და ნიუ-იორკს უკავშირდება.

1979 წელს გრაფიტი მხატვრები Lee Quinones და Fab 5 Freddy რომში დაპატიჟეს გალერეაში თავიანთი ნამუშევრების წარსადგენად, სადაც ბევრი პირველად გაეცნო ასეთი გრაფიტის ნამუშევრებს.

1983 წელს გამოსული ფილმი  სტილების ომი (Style Wars) იყო შემდეგი დიდი ბიძგი ჰიპ-ჰოპ კულტურის მრავალი ელემენტის გავრცელებისკენ. ფილმში წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ცნობილი გრაფიტი არტისტები Skeme, Dondi, MinOne, ZEPHYR, არამედ ასევე ნაჩვენები იყო მათი როლი ადრეული ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაში. ფილმშ ასევე წარმოდგენილი იყო ბრეიქდანსერების ცნობილი ადრეული ჯგუფი  Rock Steady Crew.
80-იან წლებში განვითარდა სტენსილის გრაფიტიც. ერთ-ერთი პიონერი იყო  Blek le Rat პარიზში 1981 წელს, Jef Aeroso ტურში (საფრ.) 1982 წელს. 1985 წლიდან უკვე მრავალი ნამუშევარი იყო ცნობილი ნიუ-იორკში, სიდნეიში, მელბურნში.

სტენსილის ფართოდ ცნობილი არტისტია ბენქსი (Banksy), ვისი რეალური ვინაობაც დღემდე უცნობია. ბენქსის ნამუშევრები ხშირად დატვირთულია პოლიტიკური აქტივობის მოტივებით. მისმა ნამუშევრებმა და, განსაკუთრებით, გადმოცემულმა მესიჯებმა ბენქსის ფანების საკმაოდ დიდი ჯგუფი გაუჩინა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია საპროტესტო გამოსვლის მონაწილე ყვავილების ბუკეტით, რომელიც ისე აქვს მომარჯვებული, როგორც მოლოტოვის ბომბი, სასროლად.

banksy-obras21

“FLower Bomber” by Banksy

Advertisements

3 responses to “გრაფიტი

  1. VIsac uyvars graffiti

  2. 2 ma kacma ro vxatot cudi azri araa daweret mob nomrebi

  3. გამოხმაურება: გრაფიტის ისტორია | B-boy Lintu

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.