Dance Studio

საინტერესო ჩენელს წავაწყდი youtube-ზე. კომპანია Dr. Pepper აწყობს შეჯიბრს ცეკვაში იუთუბის მომხმარებლებს შორის. გამარჯვებული მიიღებს ორ საგზურს LA-ში გასამგზავრებლად, სადაც შეხვდება ცნობილ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებს და მიეცემა კლიპში გადაღების საშუალება. ასევე გაატარებს მთელ დღეს Jon M. Chu-სთან ერთად, რომელიც არის step up 2 და step up 3D-ის რეჟისორი. დაგაინტერესათ? მაშინ გეტყვით ეს ყველაფერი როგორ ხდება.
მის ჩენელზე შეგიძლიათ ნახოთ ბრეიქდანსის და ჰიპ-ჰოპის გაკვეთილები, რომლებიც შედგება ორი ნაწილისაგან: ქორეოგრაფის მიერ დადგმული ცეკვა და freestyle. კონკურსის მონაწილეს მოეთხოვება საუკეთესოდ შეასრულოს ის ცეკვა, რომელსაც Dance Studio-ს ჩენელზე აირჩევს და დაურთოს თავისი freestyle. კონკურსანტებმა იუთუბზე უდნა ატვირთონ საკუთარი ვიდეო, რის შემდეგაც შეირჩევა საუკეთესოები და ბოლოს მნახველთა ხმების მიხედვით გადაწყდება ვინ იქნება ის ერთადერთი, რომელიც გაიმარჯვებს და მიიღებს საგზურს ყველაფერ დანარჩენთან ერთად. შეგიძლიათ თქვენს ფავორიტს მისცეთ ხმა და დაეხმაროთ გამარჯვებაში.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩენელზე არის კარგი გაკვეთილები სხვადასხვა სტილის ცეკვისთვის. რაც მთავარია ყველაფერი ახსნილია დეტალურად და ნაჩვენებია ნელა, რომ ყველაფერი გასაგები და ადვილი სასწავლი იყოს. შეგიძლიათ გადახედოთ ვიდეოებს და ისწავლოთ, რომელიც მოგეწონებათ.

ესეც ლინკი:
http://www.youtube.com/user/DanceStudio

ეს კიდე ვიდეო, რომელშიც ცნობილი ბრეიქერი Kid David ასწავლის ბრეიქდანსის მოძრაობებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s