Red Bull BC One All Stars II

როგორც უკვე ვიცით, შეიქმნა ჯგუფი “Red Bull BC One All Stars”, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერებითაა დაკომპლექტებული.
მათგან ორი 19 აგვისტოს გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში: Roxrite – ამერიკელი ბრეიქერი, ყველაზე მეტი ჩემპიონატის გამარჯვებული და Lilou – ფრანგი (წარმოშობით ალჟირელი) ბრეიქერი, Red Bull BC One ჩემპიონატის მხოლოდ ორჯერ გამარჯვებული.
21 აგვისტოს დანიშნული იყო “Solo Pro Battle”–ის ჩემპიონატი, სადაც მათ უნდა ემსაჯათ. ეს არის სამხრეთ აფრიკაში ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი. გამარჯვებული იღებს 2000$–ის ჯილდოს! ბოლოს კი უნდა ყოფილიყო ბრეიქდანსზე დოკუმენტური ფილმის “Turn It Loose” ჩვენება. ჩემპიონატში გაიმარჯვა B-boy Curce–მა.
დოკუმენტურმა ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამხრეთ აფრიკელებზე, მათ შორის მათზეც, ვინც აზრზე არ იყო რა არის B-boying–ი (მეც ძალიან მაინტერესებს ეს ფილმი და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ)
ტურნე დასრულდა 28 აგვისტოს. ლილუმ და როქსრაიტმა მოინახულეს 4 სამხრეთ აფრიკული ქალაქი. ყველას ქონდა საშუალება მისულიყო, კონტაქტი ქონოდა მათთან და მე შურით გულზე გავეხეთქე:/ რამდენმა გააკეთა ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ anyway…
მსოფლიო ვარსკვლავები დაეხმარნენ სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს, განევითარებინათ თავიანთი ტექნიკა, დაეხვეწათ მოძრაობები და აეთვისებინათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს ახასიათებთ ძალისხმიერი მოძრაობების (a.k.a. powermove) ადვილად ათვისება, თუმცა უჭირთ footwork–ში და ზოგადად რიტმზე დამყარებულ მოძრაობებში.

ბოლოს კი ფოტოკოლაჟი სამხრეთ აფრიკიდან

მეტი ინფორმაციიისთვის და სურათებისთვის ეწვიეთ Red Bull BC One–ის ბლოგის ჩანაწერებს:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s