Red Bull BC One 2010 Tokyo

გუშინწინ (27 ნოემბერს) ტოკიოს დროით საღამოს 7 საათზე და თბილისის დროით 2 საათზე (14:00) დაიწყო რედ ბულის ბრეიქდანსის ჩემპიონატი და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. რიგით მეშვიდე ჩემპიონატი საკმაოდ ორგანიზებულად და შთამბეჭდავად ჩატარდა ტოკიოს ახალგაზრდული ცენტრის “ცენტრში” (Yoyogi Stadium), სადაც პირველად ისტორიაში 3000-ზე მეტ ადამიანს მიეცა საშუალება საკუთარი თვალებით ენახა ეს წარმოდგენა. ასევე შესაძლებელი იყო ყურება პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით რედ ბულის ოფიციალური საიტიდან. მე სამწუხაროდ ტოკიოში ვერ აღმოვჩნდი, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ვადევნებდი თვალს და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო.
ჩემპიონატი გაიხსნა იაპონური ტრადიციული ბარაბანისა და ამერიკული ბითბოქსის საოცარი შერწყმით. მტელი ჩემპიონატის განმავლობაში საკმაოდ კარგად იყო გაერთიანებული ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, ჩემპიონატის მსვლელობისას იყო პაუზები, რომლის განმავლობაშიც აჩვენეს დოკუმენტურად აღწერილი ჰიპ-ჰოპის ისტორია და მისი განვითარება იაპონიაში. ყურადღების ცენტრში იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი და მათზე დაყრდნობით გადაღებული “Wild Style”. სწორად მათ იაპონიაში ჩასვლას უკავშირდება იაპონიის ჰიპ-ჰოპის პირველი ნაბიჯები.
ბოლოს განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია ნიუ-იორკელი რეპ-ლეგენდის Big Daddy Kane-ის გამოჩენამ, რომელმაც გარითმა იაპონელი DJ M@R-ის ბითებზე. ამის ფონზე კი 16-ვე ბრეიქერი გამოვიდა სცენაზე და თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა.

რედ ბულის ჩემპიონატის წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თუ მანამდე მოწინააღმდეგეები 3-3-ჯერ გამოდიოდნენ სცენის გულში, ახლა მეტოქეებს ერთმანეთის დასამარცხებლად 2-2-ჯერ გამოსვლის უფლება ეძლევათ, თუმცა დრო არ არის შეზღუდული. მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ისევ 3-3-ი ცდა აქვთ. წევს საკმაოდ ძნელი იყო მსაჯობა, რადგან ერთმანეტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ განსხვავებული სტილის მოცეკვავეები.

მე ვგულშემატკივრობდი ტაისუკეს, რომელიც შინ ცეკვავდა, თუმცა მგონი თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა და შედეგად პირველივე ტურში გამოეთიშა ბრძოლას. ასევე მომეწონა Lil G, თუმცა ძალისმიერ მოძრაობებში ძლიერი ბრეიქერი სხვა კუთხით ცოტა მოიკოჭლებდა და შედეგად დამარცხდა კიდეც ნეგუინთან. ტოშიკიც მომეწონა, ტაისუკეს ბიძაშვილი, თუმცა წელს საკმარისად ძლიერად ვერ გამოვიდა. ნეგუინმა წელს ყველა გააოცა, მე ნამდვილად არ ველოდი ასეთ დონეს მისგან. ყველაზე ძლიერი გამძლეობა აღმოაჩნდა და ფინალამდე თითქმის დაუღლელად მიაღწია. ბრაზილიელი ნეგუინი (Neguin) საკმაოდ ბევრ სტილს და მოძრაობას ფლობს და ენერგიულია. საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი ღირსეულად. ფინალში შეხვდა JDI-ს (Just Do It), თუმცა, ჩემი აზრით, ფინალის დონის შეხვედრა ნახევარფინალში ჩატარდა, სადაც ნეგუინი შეხვდა Lil G-ს.
ჩემპიონატში იყო რამდენიმე სიურპრიზი, რამდენიმე ახალი და საინტერესო ბრეიქერი გამოჩნდა. მე მაგალითად კაი ხნით ღია დამრჩა ყბა როცა ვნახე Kapu-მ როგორ გადააბა უკანა სალტო (backflip) 4-ჯერ! B-boy Kill-ის powermove-ებიც უნიკალური იყო, მაგრამ toprock/footwork ფაქტიურად არც გააკეთა და წააგო კიდეც. გული დამწყდა რომ ბაეკმა ვერ მიიღო მონაწილეობა, საინტერესო იქნებოდა.
საბოლოოდ, მგონი ჩემპიონატი კარგი გამოვიდა და შემდეგში კიდევ უფრო უკეთესის მოლოდინი გააჩინა.

…შემდეგ პოსტში დავდებ შეჯიბრების ვიდეოებს რაუნდების მიხედვით

დოკუმენტური ფიმლი და ჩემპიონატის ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ საიტზეც:

http://redbullbcone.com/battle/red-bull-bc-one-tokyo-2010

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s