BreakBeat

kool_herc_1_304

რიტმი ბრეიქდანსში და ზოგადად ცეკვაში აუცილებელი ნაწილია. რიტმის განსხვავებულობა არის სხვადასხვა ცეკვის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. ბრეიქდანსში რიტმს იძლევა ბრეიქბითი (Breakbeat) და ეხმარება მოცეკვავეებს გააკეთონ ერთი შეხედვით შეუძლებელი და ანტიგრავიტაციული მოძრაობები.
ამიტომაც, ბრეიქბითი ძირითადად არის ენერგიული, ხშირად სწრაფი ტემპის მუსიკა. ძირითადად შეიცავს ერთ ან ორ მთავარ რიტმს, რომელზეც ეწყობა ცეკვა. ბრეიქბითს სხვა ჟანრებისგან სწორედ მისი მრავალრიტმულობა გამოყოფს. ეს საშუალებას აძლევს ბრეიქერებს ეფექტურად შეუწყონ მათი ცეკვა ხან ერთ რიტმს და ხან მეორეს.

Breakbeat – ბრეიქბითი აერთიანებს ელექტრონული მუსიკის ისეთ ნაწილს, სადაც გამოიყენება ეგრეთწოდებული “გატეხილი რიტმი” ან საბარაბანო პარტია. რიტმის გატეხილობა მიიღწევა ტაქტის ძლიერი და სუსტი ნაწილები შერევით ან ორი ან მეტი დამოუკიდებელი რიტმის შერევით (პოლირიტმია). ბრეიქბითს შეიძლება ქონდეს რეგულარული სტრუქტურა, როცა მუდმივად ერთი და იგივე რიტმული სტრუქტურა გამოიყენება, ან არარეგულარული სტრუქტურა, როცა რიტმული სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს.

ბრეიქბითის მიმართულება უკავშირდება Kool DJ Herc-ის, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი დიჯეის სახელს, რომელმაც 1970-იანი წლების ბოლოს პირველმა დაიწყო ბრეიქის გამოყენება ჰიპ-ჰოპ მუსიკის რიტმის შესაქმნელად. ის იყენებდა funk-ის და ჯაზის ჩანაწერებს. Kool DJ Herc-ის ბრეიქბითის სტილი იყო ორი ერთიდაიგივე ჩანაწერის გაშვება და ერთზე ბრეიქების საშუალებით უკან გადახვევა, სანამ მეორე უკრავდა. მისი სტილი შემდეგ განავითარეს სხვა DJ-ებმა და აქტიურად იყენებდნენ კლუბებში. ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ბრეიქი არის “Amen Break”, რომელიც The Winstons-ის სიმღერიდან “Amen, Brother” გავრცელდა. სიმღერა არც ისე ცნობილი იყო, ის B-side-ად დარჩა. სამაგიეროდ კომპანია Zero G-მ მისგან შექმნა ბრეიქი, რომელიც ერთი პერიოდი ყველაზე პოპულარული იყო. შედარებისთვის სიმღერა და მისი ბრეიქი:

1990-იანი წლების დასაწყისში acid house-მა დაიწყო ბრეიქბითის გამოყენება თავის სიმღერებში, რათა შეექმნა breakbeat hardcore (a.k.a. rave music). მას შემდეგ შეიქმნა არაერთი ქვეჟანრი: jungle, drum and bass, big beat, nu skool breaks, progressive breaks, ასევე სტანდარტული 4/4 რიტმის ჟანრი – ჰაუსი.
ტექნიკურმა პროგრესმა ხელი შეუწყო ბრეიქბითის განვითარებას. კომპიუტერის საშუალებით ბევრად გაადვილდა ბითის ამოჭრა, დაკოპირება და უსასრულოდ გამეორება (ლუპი). კომპიუტერის საშუალებით გაჩნდა ახალი ეფექტებიც (filters, reverb, reversing, time stretching, pitch shifting).
Broken Beat – fანქის და სოულის გაერთიანებაა ბრეიქბითთან და ახასიათებს გარკვეული ელემენტების ხაზგასმა. პოპულარული იყო ჰიპ-ჰოპში და გვიანდელ breaks-based მუსიკაში. ახასიათებს ორგანული, ადამიანისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი რიტმი.
Acid Breaks – გაერთიანებულია breakbeat, acid და Electronic dance music. დრამის ხაზი ჩვეულებრივ იმეორებს ძირითად ბრეიქბითის მუსიკას. ამ ჟანრის პირველ სიმღერად ითვლება Zak Baney-ის “Acid Break” (1987წ.).
ასევე გავრცელებულ ქვეჟანრებს წარმოადგენს Big-Beat, Funky Breaks, Nu Breaks, Ambient Break-Beat.

3 responses to “BreakBeat

  1. breikdance s jgupis gaketeba rom gindoda,gaakete? minda siaruli ogond unicho var titqmis mag speroshi :S

  2. ბრეიქერებს დავუკავშირდი, სავარჯიშო დარბაზი გვაქვს. კვირაში სამჯერ ვვარჯიშობთ. თუ გინდა მოდი და ვნახოთ რამდენად უნიჭო ხარ 🙂 თავიდან ყველა ეგრე ფიქრობს

    მეილზე მომწერე lintuvs.me@gmail.com

  3. zmurad maswavlet misamarti ra adgilas mivide batumshi vcxovrob da batumshi tu icit vinmem misamarti momweret skypeshi es chemi skyea:
    gela gobadze
    fliiz alll damamatet vinc icit batumshi misamarti breigis saswavlebsil

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.