All Stars in Georgia 2

გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.

კი, გეთანხმებით ამის ლაივში ნახვა მართლა სიგიჟეა.

მეორე დღეს, 17 აპრილს ლილუ და ჩიკო იყვნენ მზიურის პარკში, სადაც გაიმართა კავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსში. ლილუ და ჩიკო, გაგიკვირდებათ და, იყვნენ ჟიურიში და აფასებდნენ მონაწილეებს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები წელებზე ფეხს იდგამდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა), რომ გაემარჯვათ ჩემპიონატში. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რედ ბულის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში! დიაღ, სწორედ Red Bull BC One 2011-ის შესარჩევში.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩართეთ და უყურეთ ჩემპიონატის მსვლელობას:

Caucasus Championship

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები: B-boy Small (Pioner) vs. B-boy Killa’ Jazz.
ესეც გადამწყვეტი ბრძოლა:

Final

დაა გამარჯვებული გახდა B-boy Killa’ Jazz (Bigga Boo Crew)! ჟიურის გადაწყვეტილებით მოიგო აზერბაიჯანელმა Killa’ Jazz-მა, იმედია მომავალში უკეთ გამოვალთ და საგზურსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

მესამე დღეს, 19-ში ლილუმ და ჩიკომ ჩაატარეს მასტერკლასები ბრეიქდანსში. ისინი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსის (a.k.a. მაღლივი) სავარჯიშო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო გაკვეთილებში მსოფლიო ვარსკვლავებისგან. მსურველებმაც არ დააყოვნეს და ლილუმ და ჩიკომ დამწყებ ბრეიქერებს ასწავლეს სწორი ვარჯიში/მომზადება და რამდენიმე საბაზისო ილეთი. ასევე, აუხსნეს საინტერესო მოძრაობები გამოცდილ ბრეიქერებს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
ბოლოს შეიკრა წრე და სათითაოდ იცეკვეს ბრეიქერებმა, დამწყებებმა იმ დღეს ნასწავლი მოძრაობები, გამოცდილებმა …რაც იცოდნენ და ასევე ლილუმ და ჩიკომაც მოახდინეს შესაძლებლობების დემონსტრაცია. ასეთი სანახაობის ყურება არა ეკრანიდან, არამედ ერთი მეტრის დისტანციაზე (უფრო ახლოდანაც შეიძლებოდა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე) მართლა შთამბეჭდავი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ, მასტერკლასზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან ურთიერთობა, კითხვების დასმა თუ მათთან ერთად სურათის გადაღება. ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა მიმიკებით ენობრივი ბარიერის გამო😄
ბოლოს სურათები გადაიღეს, ლილუმ და ჩიკომ ინტერვიუ მისცეს, დაგვპირდნენ რომ ისევ ჩამოვიდოდნენ და …well, დავიშალეთ.

Masterclass

ლილუმ აღნიშნა რომ ქართული საცეკვაო ნომრის ნახვამ ხანჯლებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული იყო ამ ხელოვნებით

…თუმცა ეს ყველაფერი არაა. როგორც ვხვდები, მასტერკლასის მერე ლილუ და ჩიკო სანამ აეროპორტში გაემგზავრებოდნენ, ერთ ადგილას შეჩერდნენ. სავარაუდოდ ლილუს დაბადების დღე იყო და აღსანიშნავად Bigga Boo Crew-სთან და რამდენიმე ქართველთან ერთად ისინი წავიდნენ აღსანიშნავად, რაც ვიდეოზეც გადაიღეს:

2 responses to “All Stars in Georgia 2

  1. ბრეიქდანსიიიი❤❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s