Some Sick Move Tutorials

რამდენიმე ვიდეოგაკვეთილი არადამწყები ბრეიქდანსერებისთვის. ამ პოსტში მოცემულია შემდეგი მოძრაობების ტუტორიალები : Buddha Spins, Head Slide, Hand Hops, Halo, Back Spin to Head Spin. ზოგიერთი მათგანი ძლიერ ფიზიკურ წვრთნას მოითხოვს, ზოგი კი დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშს. ამიტომ დამწყებებისთვის არ არის რეკომენდირებული. მაგალითად, ჩემი ფავორიტი მოძრაობა Halo მოითხოვს Windmill-ის და Air Chair-s ცოდნას და მათ სწავლამდე შეუძლებელია პირდაპირ ჰალოთი დაწყება.

Buddha Spins – საჭიროებს ფიზიკურ წვრთნას სანამ ამ მოძრაობაზე ვარჯიშს დავიწყებთ. ვიდეოში ნაჩვვენებია თუ რა სახის ვარჯიში სჭირდება ამ მოძრაობის ათვისებას. მას შემდეგ რაც ხელები საკმარისად გაგვიძლიერდება, ამ მოძრაობის სრულყოფილად გაკეთებამდე ერთი ნაბიჯია

Head Slide – ერთი შეხედვით არც ისე ძნელი მოძრაობაა, მაგრამ სიფრთხილეს მოითხოვს რადგან შეიძლება არასასურველი შედეგით დამთავრდეს. მთავარი სირთულე შუბლზე იმ ადგილის მოძებნაშია, რომელიც ბალანსს შეგვინარჩუნებს გასრიალებისას და არ ჩამოვვარდებით

Hand Hops – ამისთვის საჭიროა ცალ ხელზე დგომას უპრობლემოდ ვახერხებდეთ. ასევე, სასარგებლოა თავდაყირა აზიდვების კეთება ხელების გასაძლიერებლად

Halo – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოძრაობა ბრეიქდანსში. ჰალოს გასაკეთებლად უნდა ვფლობდეთ Windmill-ს და Air Chair-ს

Back Spin to Head Spin – საკმაოდ სასარგებლო მოძრაობაა Back Spin-დან Head Spin-ზე რიტმის დაკარგვის გარეშე გადასასვლელად.
ვიდეოს საყურებლად გადადით ლინკზე

Back Spin to Head Spin Tutorial

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s