Category Archives: სხვა

My Comeback

ბლოგზე შემოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ხალხი ისევ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ახალ პოსტებს არ ვდებ. გამიკვირდა და თან გამიხარდა, რომ ბლოგი არ დარჩენილა სრულიად უფუნქციოდ.

როგორც ვხედავ, გაკვეთილების ნახვა ბევრს აინტერესებს. ბლოგზე ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სიტყვებია “ფილმები ცეკვებზე”, “ბრეიქდანსის გაკვეთილები”, “hip-hop-ის გაკვეთილები” და მისთ. ამიტომ დღეს დავდებ რამდენიმე სასწავლო კურსს ბრეიქდანსის და ჰიპ-ჰოპის ცეკვაში. მგონი ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ და ისწავლით!

მანამდე კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ you saved my day

EXTREME WEEK 2010

26 ივნისი “opening event”
Extreme: parkour, rope jumping, bungi jumping.
ადგილი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპოსის მიმდებარე ხიდი
დრო: 12:00- 17:00

27 ივნისი
Extreme: off road
ადგილი: დიდი დიღომი
დრო 10:00- 18:00

28 ივნისი
Extreme: rock climbing
ადგილი: ვერის ბაღი “ალპინისტთა კლუბი”
დრო 12:00- 17:00

29 ივნისი
Extreme: skate, BMX, roller skate, brakedance
ადგილი: დედაენის ბაღი “სკეიტპარკი”
დრო: 17:00- 21:00

30 ივნისი
Extreme: motto cross
ადგილი: ვარკეთილი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
დრო: 12:00- 15:00

1 ივლისი
Extreme:drift king
ადგილი: ვარდების მოედანი
დრო: 16:00- 2100

2 ივლისი
Extreme: down town
ადგილი: მეიდანი
დრო: 16:00- 20:00

3 ივლისი “and off the week”
Extreme: paraplane
ადგილი: თბილისის ზღვა
დრო: 12:00- 17:00

Turn it loose

ასეთი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ ბრეიქდანსის ისტორიაში!
Turn it loose არის დოკუმენტური ფილმი ჩემპიონატზე Red Bull BC One. ფილმი ძირითადად ასახავს 2007 წლის სექტემბრის ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა სოვეტოში, სამხრეთ აფრიკაში (Soweto, South Africa).
ფილმში მონაწილეობენ Ben J, Hong 10, Lolou, Ronnie, Roxrite, Taisuke (კი, მართლაც შთამბეჭდავია).
პრემიერა შედგა 3 ივნისს.
იმედია მალე ჩამივარდება ხელში ეს ფილმი

ესეც თრეილერი

უფრო ვრცლად ნახეთ აქ
http://www.turnitloosemovie.com/

ესეც სტატია რედ ბულის საიტზე
http://redbullbcone.com/blog/turn-it-loose-b-boy-documentary

ფილმები ცეკვებზე

Image and video hosting by TinyPic

გადავწყვიტე ერთი პოსტი ფილმებისთვის მიმეძღვნა. ამ პოსტში არის ყველა ფილმი, რომელიც გამახსენდა ძირითადად ჰიპ-ჰოპზე და ბრეიქდანსზე. და ასევე “Step Up”-ის მესამე ნაწილის თრეილერი, რომელიც ყველაზე მეტადაა ეფექტურად გამოიყურება და იმედია წინა ნაწილებზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
Step Up ორივე ნაწილი ძალიან პოპულარულია და ასევე You Got Served, თუმცა მე უფრო B-girl მომწონს თუნდაც იმიტომ რომ ერთადერთი ფილმია სადაც გოგო მარტო ჰიპ-ჰოპს არ ცეკვავს და ბრეიქიც გამოსდის
შეგიძლიათ ნახოთ თრეილერები და უყუროთ იმ ფილმებს, რომლებიც მოგეწონებათ. თითქმის ყველა ფილმი დევს allmovies.ge-ზე
Continue reading

Planet B-boy

just learn more about b-boying

NEW STYLE პროექტში “ნიჭიერი”

მართალი გითხრათ ძალიან დამაინტერესა ამ ახალმა პროექტმა-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეული ინტერესი გამიჩნდა მაინც. თუმცა იმის გასაგებად არ გადამიწყვიტავს მეყურებინა, ნეტა რა შეგვიძლია ქართველებს. პროექტში “ნიჭიერი” NEW STYLE-ის გამოჩენა მოულოდნელი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ ჯგუფმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, საკმაოდ წარმატებულადაც გამოვიდა და დაანახა ფართო საზოგადოებას ის, რასაც აკეთებენ. დადგმა იდეალურად დახვეწილი იყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მონაწილეების რაოდენობის და ასეთი სტილის დადგმებში პირველი ნაბიჯებისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ჩემი პირადი სურვილი იქნებოდა პერსონალური გამოსვლის ნაწილებზე მეტი ყურადღება დაეთმოთ და უფრო მეტი წილი გადაეტანათ ჯგუფიდან თითოეული ბრეიქერის შესაძლებლობების ეფექტურად ჩვენებაზე. მოკლედ ჩემი მხარდაჭერა და წარმატებები NEW STYLE-ს!

პრიკოლები

სასაცილო მომენტები ბრეიქდანსიდან 😀
ზოგი სასიკვდილოდ სასაცილოა

…და ეს ყველაფერი არაა
ნახეთ სრულადში

Continue reading