Category Archives: Red Bull BC One

ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატი

Caucasus Cyphers 2013

Cyphers

წელს აპრილში საქართველოში ჩატარდა საიფერების შეჯიბრი კავკასიის მასშტაბით (Red Bull BC One Caucasus Cyphers). მასში გამარჯვებული უნდა გამგზავრებულიყო კიევში საიფერების მსოფლიო შესარჩევში, სადაც გამარჯვებული უკვე მოხვდება “რედ ბულ”-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველი ეტაპი გაიმართა ქართველ ბრეიქერებს შორის, რომელსაც მოყვა 20 აპრილის კავკასიის ჩემპიონატი.

Continue reading

Red Bull BC One Cyphers 2011

რედ ბული განახლებული სისტემით არჩევს ჩემპიონატის მონაწილეებს. 16 მონაწილიდან ერთი არის წინა ჩემპიონატის გამარჯვებული (ნეგუინი), 10 მონაწილეს ირჩევს საერთაშორისო ჟიური, ხოლო დანარჩენი 5 მონაწილის ვინაობა გაირკვევა “საიფერები”ს გამარჯვებულებს შორის შეჯიბრებით.
Cyphers არის 1-on-1 სახის შეჯიბრებები, რომელიც იმართება კლუბებში და საცეკვაო ადგილებში მსოფლიოს 27 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. “საიფერი” არის საშუალება ნებისმიერი ბრეიქერისთვის, მოხვდეს ყველაზე პოპულარულ 1-1-ზე Red Bull BC One-ის ჩემპიონატზე.
Cypher-ის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდებიან შესარჩევში, რომელიც ჩატარდება 5 ქვეყანაში – ბრაზილია, ესპანეთი, ტაივანი, თურქეთი და ა.შ.შ. გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში Red Bull BC One 2011, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში, რუსეთში, 26 ნოემბერს.

Continue reading

All Stars in Georgia 2

გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.

კი, გეთანხმებით ამის ლაივში ნახვა მართლა სიგიჟეა.

მეორე დღეს, 17 აპრილს ლილუ და ჩიკო იყვნენ მზიურის პარკში, სადაც გაიმართა კავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსში. ლილუ და ჩიკო, გაგიკვირდებათ და, იყვნენ ჟიურიში და აფასებდნენ მონაწილეებს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები წელებზე ფეხს იდგამდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა), რომ გაემარჯვათ ჩემპიონატში. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რედ ბულის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში! დიაღ, სწორედ Red Bull BC One 2011-ის შესარჩევში.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩართეთ და უყურეთ ჩემპიონატის მსვლელობას:

Caucasus Championship

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები: B-boy Small (Pioner) vs. B-boy Killa’ Jazz.
ესეც გადამწყვეტი ბრძოლა:

Final

დაა გამარჯვებული გახდა B-boy Killa’ Jazz (Bigga Boo Crew)! ჟიურის გადაწყვეტილებით მოიგო აზერბაიჯანელმა Killa’ Jazz-მა, იმედია მომავალში უკეთ გამოვალთ და საგზურსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

მესამე დღეს, 19-ში ლილუმ და ჩიკომ ჩაატარეს მასტერკლასები ბრეიქდანსში. ისინი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსის (a.k.a. მაღლივი) სავარჯიშო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო გაკვეთილებში მსოფლიო ვარსკვლავებისგან. მსურველებმაც არ დააყოვნეს და ლილუმ და ჩიკომ დამწყებ ბრეიქერებს ასწავლეს სწორი ვარჯიში/მომზადება და რამდენიმე საბაზისო ილეთი. ასევე, აუხსნეს საინტერესო მოძრაობები გამოცდილ ბრეიქერებს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
ბოლოს შეიკრა წრე და სათითაოდ იცეკვეს ბრეიქერებმა, დამწყებებმა იმ დღეს ნასწავლი მოძრაობები, გამოცდილებმა …რაც იცოდნენ და ასევე ლილუმ და ჩიკომაც მოახდინეს შესაძლებლობების დემონსტრაცია. ასეთი სანახაობის ყურება არა ეკრანიდან, არამედ ერთი მეტრის დისტანციაზე (უფრო ახლოდანაც შეიძლებოდა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე) მართლა შთამბეჭდავი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ, მასტერკლასზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან ურთიერთობა, კითხვების დასმა თუ მათთან ერთად სურათის გადაღება. ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა მიმიკებით ენობრივი ბარიერის გამო 😄
ბოლოს სურათები გადაიღეს, ლილუმ და ჩიკომ ინტერვიუ მისცეს, დაგვპირდნენ რომ ისევ ჩამოვიდოდნენ და …well, დავიშალეთ.

Masterclass

ლილუმ აღნიშნა რომ ქართული საცეკვაო ნომრის ნახვამ ხანჯლებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული იყო ამ ხელოვნებით

…თუმცა ეს ყველაფერი არაა. როგორც ვხვდები, მასტერკლასის მერე ლილუ და ჩიკო სანამ აეროპორტში გაემგზავრებოდნენ, ერთ ადგილას შეჩერდნენ. სავარაუდოდ ლილუს დაბადების დღე იყო და აღსანიშნავად Bigga Boo Crew-სთან და რამდენიმე ქართველთან ერთად ისინი წავიდნენ აღსანიშნავად, რაც ვიდეოზეც გადაიღეს:

All Stars In Georgia!

RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოშია!

16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

იტალიელი (Cico) წარმოადგენს powermove-ის სკოლას. ძლიერია ძალისმიერ მოძრაობებში, არის არაერთი პრიზის მფლობელი და რამდენიმე ჩემპიონატში ჟიურის წევრი.
ლილუ (Lilou) ალჟირული წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია, ერთადერთი Red Bull BC One-ის ორგზის ჩემპიონი. უნიკალური სტილის მოცეკვავე. ასევე არაერთგზის პრიზიორი (როგორც All Star-ის ყველა წევრი), უმრავლეს ძირითად ჩემპიონატზე ჟიურის განუყოფელი წევრი.

16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night + , 17 აპრილს კი ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე, ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკში).
17 აპრილს მზიურის პარკში შეხვედრა დაგეგმილია 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსში (a.k.a. მაღლივი), სავარჯიშო დარბაზში გაიმართება შეხვედრა 12:00-ზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერების ცეკვა. ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არ მოგეცეთ!

Red Bull BC Once 2010 (videos)

First Round

Gravity vs. Lil G
Thesis vs. Toshiki
Kleju vs. Marcio
Keys vs. Neguin
Airdit vs. Beast
Kill vs. Just Do It
Pluto vs. Taisuke
Kapu vs. Luigi

Quarterfinal

Lil G vs. Toshiki
Marcio vs. Neguin
Airdit vs. Just Do It
Pluto vs. Luigi

Semifinal

Lil G vs. Neguin
Just Do It vs. Luigi

Final

Just Do It vs. Neguin

Champion
Neguin

 

 

Quarterfinal

Semifinal

Final


Red Bull BC One 2010 Tokyo

გუშინწინ (27 ნოემბერს) ტოკიოს დროით საღამოს 7 საათზე და თბილისის დროით 2 საათზე (14:00) დაიწყო რედ ბულის ბრეიქდანსის ჩემპიონატი და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. რიგით მეშვიდე ჩემპიონატი საკმაოდ ორგანიზებულად და შთამბეჭდავად ჩატარდა ტოკიოს ახალგაზრდული ცენტრის “ცენტრში” (Yoyogi Stadium), სადაც პირველად ისტორიაში 3000-ზე მეტ ადამიანს მიეცა საშუალება საკუთარი თვალებით ენახა ეს წარმოდგენა. ასევე შესაძლებელი იყო ყურება პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით რედ ბულის ოფიციალური საიტიდან. მე სამწუხაროდ ტოკიოში ვერ აღმოვჩნდი, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ვადევნებდი თვალს და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო.
ჩემპიონატი გაიხსნა იაპონური ტრადიციული ბარაბანისა და ამერიკული ბითბოქსის საოცარი შერწყმით. მტელი ჩემპიონატის განმავლობაში საკმაოდ კარგად იყო გაერთიანებული ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, ჩემპიონატის მსვლელობისას იყო პაუზები, რომლის განმავლობაშიც აჩვენეს დოკუმენტურად აღწერილი ჰიპ-ჰოპის ისტორია და მისი განვითარება იაპონიაში. ყურადღების ცენტრში იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი და მათზე დაყრდნობით გადაღებული “Wild Style”. სწორად მათ იაპონიაში ჩასვლას უკავშირდება იაპონიის ჰიპ-ჰოპის პირველი ნაბიჯები.
ბოლოს განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია ნიუ-იორკელი რეპ-ლეგენდის Big Daddy Kane-ის გამოჩენამ, რომელმაც გარითმა იაპონელი DJ M@R-ის ბითებზე. ამის ფონზე კი 16-ვე ბრეიქერი გამოვიდა სცენაზე და თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა.

რედ ბულის ჩემპიონატის წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თუ მანამდე მოწინააღმდეგეები 3-3-ჯერ გამოდიოდნენ სცენის გულში, ახლა მეტოქეებს ერთმანეთის დასამარცხებლად 2-2-ჯერ გამოსვლის უფლება ეძლევათ, თუმცა დრო არ არის შეზღუდული. მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ისევ 3-3-ი ცდა აქვთ. წევს საკმაოდ ძნელი იყო მსაჯობა, რადგან ერთმანეტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ განსხვავებული სტილის მოცეკვავეები.

მე ვგულშემატკივრობდი ტაისუკეს, რომელიც შინ ცეკვავდა, თუმცა მგონი თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა და შედეგად პირველივე ტურში გამოეთიშა ბრძოლას. ასევე მომეწონა Lil G, თუმცა ძალისმიერ მოძრაობებში ძლიერი ბრეიქერი სხვა კუთხით ცოტა მოიკოჭლებდა და შედეგად დამარცხდა კიდეც ნეგუინთან. ტოშიკიც მომეწონა, ტაისუკეს ბიძაშვილი, თუმცა წელს საკმარისად ძლიერად ვერ გამოვიდა. ნეგუინმა წელს ყველა გააოცა, მე ნამდვილად არ ველოდი ასეთ დონეს მისგან. ყველაზე ძლიერი გამძლეობა აღმოაჩნდა და ფინალამდე თითქმის დაუღლელად მიაღწია. ბრაზილიელი ნეგუინი (Neguin) საკმაოდ ბევრ სტილს და მოძრაობას ფლობს და ენერგიულია. საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი ღირსეულად. ფინალში შეხვდა JDI-ს (Just Do It), თუმცა, ჩემი აზრით, ფინალის დონის შეხვედრა ნახევარფინალში ჩატარდა, სადაც ნეგუინი შეხვდა Lil G-ს.
ჩემპიონატში იყო რამდენიმე სიურპრიზი, რამდენიმე ახალი და საინტერესო ბრეიქერი გამოჩნდა. მე მაგალითად კაი ხნით ღია დამრჩა ყბა როცა ვნახე Kapu-მ როგორ გადააბა უკანა სალტო (backflip) 4-ჯერ! B-boy Kill-ის powermove-ებიც უნიკალური იყო, მაგრამ toprock/footwork ფაქტიურად არც გააკეთა და წააგო კიდეც. გული დამწყდა რომ ბაეკმა ვერ მიიღო მონაწილეობა, საინტერესო იქნებოდა.
საბოლოოდ, მგონი ჩემპიონატი კარგი გამოვიდა და შემდეგში კიდევ უფრო უკეთესის მოლოდინი გააჩინა.

…შემდეგ პოსტში დავდებ შეჯიბრების ვიდეოებს რაუნდების მიხედვით

დოკუმენტური ფიმლი და ჩემპიონატის ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ საიტზეც:

http://redbullbcone.com/battle/red-bull-bc-one-tokyo-2010

B-Boy Announcement for 2010!

აი ის სიაც, რომელსაც შეგპირდით და რომელსაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. უკვე ცნობილია RB BC One-ის 16-ვე მონაწილის სახელი. ჩემპიონატში, რომელიც ტოკიოში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ:

Just Do It (Netherlands)
Neguin (Brazil)
Taisuke (Japan)
Thesis (US of A)

Airdit (Germany)
Kapu (Brazil)
Keyz (France)
Marcio (France)

Beast (Korea)
Gravity (US of A)
Kleju (Poland)
Lil G (Venezuela)

Kill (Korea)
Luigi (US of A)
Pluto (Ukraine)
Toshiki (Japan)

რა შეიძლება ითქვას? უმრავლესობა newcomer-ია, ნახევარი მაინც. უმრავლესობის შესაძლებლობებს ჯერ არ ვიცნობ. დანარჩენებიდან მარტო ტაისუკეს გამოვარჩევდი. წელს მისი იმედი მაქვს, თან თავის ქალაქში მოუწევს შეჯიბრება (ასევე იმედი მაქვს პირველივე ეტაპზე გავარდება ზოგიერთი ბრეიქერი). თუ უკვე არ იცით, Toshiki მისი ბიძაშვილია, რომელიც არავის ჩამოუვარდება ბრეიქდანსში. ვნახოთ, მოუწევთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრა.
შარშანდელი ჩემპიონი Lilou წელს არ მიიღებს მონაწილეობას, ის ჟიურიში იქნება და იქიდან შეაფასებს ბრეიქერებს.

მანამდე კი დაველოდოთ, ჩემპიონატამდე დარჩენილია 40 დღე