ექსტრემ კვირეული გაუქმდა

No Breakdance

თბილისის 2011 წლის ექტრემ კვირეული გაუქმდა მერიიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო

შეიძლება სექტემბერში განახლდეს

…ან არ განახლდეს

ტკბილ სიზმრებს გისურვებთ

Tbilisi eXtreme week 2011

EDIT

2011 წლის ექსტრემ კვირეულიც მოახლოვდა!
25-ივნისიდან 2-ივლისის ჩათვლით გაიმართება შეჯიბრებები ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში
ორგანიზატორი არის კვლავ Adrenaline.ge
კვირეული იწყება პარკური/ბრეიქდანსით, რომელმაც ამჯერად “ზედ” რუსთაველზე გადაინაცვლა. ასე უფრო მეტი მაყურებელიც ნახავს და უფრო საინტერესოც იქნება სავარაუდოდ.
ვნახოთ როგორ ჩაივლის eXtreme week 2011, მე ძაან მაინტერესებს 🙂

 

——–
btw
ვადებმა ერთი კვირით გადაიწია:

2 ივლისი – 19:00 -Parkour / break dance-რუსთაველის გამზირი (პარლამენტის წინ)
3 ივლისი – 10:00 – Off Road – დიდი დიღომი
4 ივლისი – 18:00 – Rock Climbing- აბანოთუბანი (მეტეხის კლდე)
5 ივლისი – 17:00- Skate / Roller / BMX / graffiti – დედაენის სკვერი (Skatepark)
6 ივლისი – 17:00- Motto Cross -მეიდანი
7ივლისი – 18:00 – Drift King –
8 ივლისი – 17:00 – DownTown- მეიდანი
9 ივლისი – 19:00 – Ski / Snowboard Freestyle contest- კუს ტბა

 

დამატებითი ინფორმაცია:
www.adrenaline.ge
(საიტი მალე გაიხსნება, როგორც გვპირდებან)

All Stars in Georgia 2

გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.

კი, გეთანხმებით ამის ლაივში ნახვა მართლა სიგიჟეა.

მეორე დღეს, 17 აპრილს ლილუ და ჩიკო იყვნენ მზიურის პარკში, სადაც გაიმართა კავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსში. ლილუ და ჩიკო, გაგიკვირდებათ და, იყვნენ ჟიურიში და აფასებდნენ მონაწილეებს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები წელებზე ფეხს იდგამდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა), რომ გაემარჯვათ ჩემპიონატში. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რედ ბულის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში! დიაღ, სწორედ Red Bull BC One 2011-ის შესარჩევში.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩართეთ და უყურეთ ჩემპიონატის მსვლელობას:

Caucasus Championship

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები: B-boy Small (Pioner) vs. B-boy Killa’ Jazz.
ესეც გადამწყვეტი ბრძოლა:

Final

დაა გამარჯვებული გახდა B-boy Killa’ Jazz (Bigga Boo Crew)! ჟიურის გადაწყვეტილებით მოიგო აზერბაიჯანელმა Killa’ Jazz-მა, იმედია მომავალში უკეთ გამოვალთ და საგზურსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

მესამე დღეს, 19-ში ლილუმ და ჩიკომ ჩაატარეს მასტერკლასები ბრეიქდანსში. ისინი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსის (a.k.a. მაღლივი) სავარჯიშო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო გაკვეთილებში მსოფლიო ვარსკვლავებისგან. მსურველებმაც არ დააყოვნეს და ლილუმ და ჩიკომ დამწყებ ბრეიქერებს ასწავლეს სწორი ვარჯიში/მომზადება და რამდენიმე საბაზისო ილეთი. ასევე, აუხსნეს საინტერესო მოძრაობები გამოცდილ ბრეიქერებს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
ბოლოს შეიკრა წრე და სათითაოდ იცეკვეს ბრეიქერებმა, დამწყებებმა იმ დღეს ნასწავლი მოძრაობები, გამოცდილებმა …რაც იცოდნენ და ასევე ლილუმ და ჩიკომაც მოახდინეს შესაძლებლობების დემონსტრაცია. ასეთი სანახაობის ყურება არა ეკრანიდან, არამედ ერთი მეტრის დისტანციაზე (უფრო ახლოდანაც შეიძლებოდა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე) მართლა შთამბეჭდავი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ, მასტერკლასზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან ურთიერთობა, კითხვების დასმა თუ მათთან ერთად სურათის გადაღება. ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა მიმიკებით ენობრივი ბარიერის გამო XD
ბოლოს სურათები გადაიღეს, ლილუმ და ჩიკომ ინტერვიუ მისცეს, დაგვპირდნენ რომ ისევ ჩამოვიდოდნენ და …well, დავიშალეთ.

Masterclass

ლილუმ აღნიშნა რომ ქართული საცეკვაო ნომრის ნახვამ ხანჯლებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული იყო ამ ხელოვნებით

…თუმცა ეს ყველაფერი არაა. როგორც ვხვდები, მასტერკლასის მერე ლილუ და ჩიკო სანამ აეროპორტში გაემგზავრებოდნენ, ერთ ადგილას შეჩერდნენ. სავარაუდოდ ლილუს დაბადების დღე იყო და აღსანიშნავად Bigga Boo Crew-სთან და რამდენიმე ქართველთან ერთად ისინი წავიდნენ აღსანიშნავად, რაც ვიდეოზეც გადაიღეს:

All Stars In Georgia!

RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოშია!

16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

იტალიელი (Cico) წარმოადგენს powermove-ის სკოლას. ძლიერია ძალისმიერ მოძრაობებში, არის არაერთი პრიზის მფლობელი და რამდენიმე ჩემპიონატში ჟიურის წევრი.
ლილუ (Lilou) ალჟირული წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია, ერთადერთი Red Bull BC One-ის ორგზის ჩემპიონი. უნიკალური სტილის მოცეკვავე. ასევე არაერთგზის პრიზიორი (როგორც All Star-ის ყველა წევრი), უმრავლეს ძირითად ჩემპიონატზე ჟიურის განუყოფელი წევრი.

16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night + , 17 აპრილს კი ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე, ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკში).
17 აპრილს მზიურის პარკში შეხვედრა დაგეგმილია 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსში (a.k.a. მაღლივი), სავარჯიშო დარბაზში გაიმართება შეხვედრა 12:00-ზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერების ცეკვა. ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არ მოგეცეთ!

Good Old Mike Garcia

ეს ვიდეოები ცოტა ძველია, მაგრამ გამოცდილი ბრეიქერის და მასწავლებლის Mike Garcia a.k.a. “Breaker”-ის მიერ არის ჩაწერილი. გაკვეთილები 4 ნაწილისგან შედგება და ახსნილია როგორც ბრეიქდანსის, ასევე ჰიპ-ჰოპის მოძრაობები. ვიდეო შეიძლება ისეთი მაღალი ხარისხის არაა, მაგრამ საკმარისია ყველაფრის გასარჩევად. რაც მთავარია ყველაფერი ეტაპებადაა ნაჩვენები

ძირითადად არის… ბევრი რამეა, არ ჩამოვთვლი.

გადმოწერე

ნიჭიერი – დუეტი “Black Balance”

ნიჭიერში დიდი ყურადღება მიიქცია დუეტმა “Black Balance”, რომელიც ჰიპ-ჰოპით, კერძოდ კი, ლოქინგით გამოვიდა და ეფექტი მოახდინა თავისი ბრჭყვიალა გარეგნობით და უცხო ცეკვის სტილით.

მაგრამ მალევე გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც აღმოაჩინა ამ ცეკვის “საკმაოდ დიდი” მსგავსება რამდენიმე წლის წინ დანიის “ნიჭიერის” ანალოგიურ შოუში ნაჩვენებ ცეკვასთან. ფაქტიურად ეს ცეკვა მთლიანად გადმოიღეს ქართველმა ნიჭიერებმა

მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის. დადგმის გამეორება შეიძლება თუ შენს საკუთრად გასაღებას არ აპირებ. მაგრამ როცა რაღაცას იღებ სხვისგან, “შენი” რჩება მხოლოდ ტექნიკა.
მოკლედ რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ეს ცეკვა არ იყო შესრულებული ტექნიკურად იდეალურად. მეტიც, საკმაოდ დასახვეწად მომეჩვენა. საბოლოოდ კი ვღებულობთ, რომ ეს ცეკვა ტექნიკურად იყო დაბალი დონის, დადგმა კი იყო გადმოღებული. მაშინ რა იყო კარგი?

მიუხედავად ამისა, მათ ადვილად მიიღეს 3 კი და ხალხის აღფრთოვანება. ასევე ხდება ბრეიქდანსის და ჰიპ-ჰოპის სხვა მოცეკვავეების გამოსვლის დროსაც.
ჩვენ ერთი სული გვაქვს სხვებს ვანახოთ, თუ როგორი ნიჭიერები ვართ და დაუხვეწავ, დაუსრულებელ ნამუშევარს ვაჩვენებთ მათ, რაც საკმარისია აღფრთოვანების გამსაწვევად. მაგრამ ასე ვთქვათ it’s not the whole thing. ბრეიქდანსი/ჰიპ-ჰოპი იმაზე მეტია, ვიდრე ამას ხალხი ხედავს ზოგი “სულსწრაფი” მოცეკვავის დამსახურებით. მალე დაიწყებს ხალხი გარჩევას და თუ კარგი ბრეიქდანსის/ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ვერ ნახა, ხელს ჩაიქნევს მასზე.

პ.ს. დრაფტიც დაცარიელდა ^^

Hip-Hop 4 All

Hip-Hop 4 All არის ვიდეო გაკვეთილების კურსი ჰიპ-ჰოპში. კარგადაა ახსნილი ძირითადი მოძრაობები, სხვადასხვა ტალღები, გლაიდინგი, თათინგი, strobing… ასევე კარგადაა ახსნილი ცეკვის ძირითადი პრინციპები, თუმცა თუ ინგლისური არ იცით მოძრაობების სწავლას მაინც ადვილად შეძლებთ.

გადმოსაწერი ბმული

Enjoy!