Tag Archives: beat

Esone – New Beats

Image and video hosting by TinyPic

Esone – ახალი ბითების კრებული:
Esone -New Beats

Esone არის ნორვეგიელი ბრეიქერი და DJ. მისი სტილი არის B-boy ბითები, ბრეიქბითები, ჰიპ-ჰოპი და კლუბური მუსიკა. აკეთებს რემიქსებს Rn’B, ჰიპ-ჰოპ და ჰაუსის ჟანრში, ასევე კლუბებში. დისკოგრაფია და მომავალი პროექტები არის მის ოფიციალურ საიტზე.
Esone-ს აქვს ბრეიქერობის 15 წლიანი გამოცდილება, აქვს მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა შოუებში, შეჯიბრებებში მონაწილეობდა ჯგუფის “Stumbling Moves” შემადგენლობაში. ახლა ის ასწავლის ბრეიქდანსს ახალ თაობას.

Esone-ის ბითები ყველაზე კარგად ზის ბრეიქდანსის შეჯიბრების ან ცეკვის რითმში, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ Esone თვითონ არის ბრეიქერი. მის ბითებზე ხშირად ცეკვავენ ისეთ ჩემპიონატებზე, როგორიცაა Red Bull BC One და BOTY.

Esone – ოფიციალური საიტი.

Advertisements

C-walk

Crip Walk – ცეკვის სტილი, რომელიც გაჩნდა 70-იან წლებში. ის ჩამოაყალიბეს Crip Gang-ის წევრებმა კომპტონიდან, ლოს ანჯელესის გარეუბნიდან. ის პოპულარულია West Coast რეპერებში და დღეს გვხვდება ზოგ კლიპში. თუმცა, MTV-მ აკრძალა ამ ცეკვის შემცველი კლიპების ჩვენება. დღეს ის ძალიან პოპულარულია რეპის მოყვარულებში და ხშირად გვხვდება სოციალურ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი.

 

Continue reading