Tag Archives: Competition

RED BULL BC ONE NOVEMBER 27 IN TOKYO!

 

redbull-bcone2010-kv-desktop

Red Bull BC One 2010-ის ჩატარება გადაწყდა 27 ნოემბერს. ადრე ოქტომბერში ტარდებოდა ხოლმე და ნოემბერში რატო გადაიტანეს არ ვიცი, მაგრამ ეტყობა რომ სერიოზულად ემზადებიან. რედ ბულის რიგით მეშვიდე ჩემპიონატი Yoyogi stadium-ზე ტოკიოში. ეს სტადიონი მდებარეობს ტოკიოს ცენტრში, შიბუიას და ჰარაიუკუს უბნების შუაში. Yoyogi-ს სტადიონი აშენდა 1964 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, რედ ბულის ჩემპიონატს კი იგი განახლებული სახით უმასპინძლებს. 27 ნოემბერს 3000 ფანი იხილავს საუკეთესო 16 B-boy-ის შერკინებას და უგულშემატკივრებს საკუთარ რჩეულს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვექნება თვალყური ვადევნოთ ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში ოფიციალური საიტის საშუალებით redbullbcone.com

სავარაუდოდ იაპონიის წარმომადგენლად B-boy Taisuke-ს ვიხილავთ, თუმცა ბრეიქერების 16 კაციანი შემადგენლობის გასარკვევად ჟიურის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ

Advertisements

Red Bull BC One 2009

Red Bull BC One 2009 იწყება 18 ნოემბერს 19:00 საათზე Hammerstein Ballroom–ში ნიუ–იორკში!
5 წლის მერე ჩემპიონატი დაუბრუნდა ბრეიქდანსის სამშობლოს, ნიუ–იორკს.
პირველად რედ ბულის ჩემპიონატი ჩატარდა 2004 წელს შვეიცარიაში. შეჯიბრის წამყვანი იქნება რეპერი KRS ONE.

რაც შეეხება ჟიურის, არც კი ვიცი რა ვთქვა, ასეთი საშინელი ჟიური ამ ჩემპიონატს აქამდე არ ყოლია. ჟიურიში არიან Katsu ჯგუფიდან The Mighty Zulu Kingz (იაპონია), Salah ჯგუფიდან Vagabonds Crew (საფრანგეთი), Ronnie ჯგუფიდან Super Cr3w და Red Bull BC One 2007–ის ჩემპიონი(ა.შ.შ.), Cico ჯგუფიდან Spinkingz (იტალია) და B-Boy Float (ა.შ.შ.).
ყველასთან არ მაქვს პრეტენზია, Katsu და Ronnie კარგი ჟიური იქნება ალბათ, მაგრამ Salah და Cico ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ მოხვდნენ ჟიურიში. Cico რედ ბულის ჩემპიონატის პრინციპების აბსოლუტურად საწინააგმდეგოდ ფიქრობს. მაგას ის ბრეიქერი მოეწონება, რომელიც უფრო მეტ და მაგარ ძალისმიერ მოძრაობებს (powermoves) შეასრულებს და ამით მორჩა. სხვა არაფერი არ აინტერესებს. აშკარად ადრე უკეთესი ჟიური იყო.

ეხლა კი დატკბით ძალიან მაგარი თიზერით:

R16

R16 არის ბრეიქდნსის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობს 16 გუნდი. ამ ჩემპიონტზე გაერთიანებულია 1×1 შეჯიბრება, crew x crew ჯგუფების შეჯიბრება, ჯგუფების გამოსვლა (დადგმის ჩვენება), footwork-ის შეჯიბრება, პოპინგი, ლოქინგი, “Wall Lords” გრაფიტის შეჯიბრი და ჰიპ–ჰოპ შოუ. საკმაოდ მრავალფეროვანი სანახაობაა.

Continue reading

B.O.T.Y.

B.O.T.Y. – Battle of the Year არის ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრეიქდანსის საერთაშორისო ჩემპიონატი გუნდებს შორის. ის ჩამოყალიბდა 1990–91 წლებში თუმცა მას შემდეგ მრავალი ცვლილება განიცადა. ბოტიში მოსახვედრად ჯგუფები ჯერ ქვეყნის შიგნით შეჯიბრებაში მონაწილეობენ და მასში გამარჯვებულები ხვდებიან ბოტიზე. ის შედგება ორი ეტაპისაგან. ჯერ ჯგუფები აჩვენებენ საკუთარ დადგმებს (ეს ეტაპი არ მიყვარს, იმიტომ რომ ძაან თეატრალურია ხოლმე), მეორე ეტაპზე კი გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან. აქ არის ბოტის გამარჯვებულების ჩამონათვალი 1990–დან 2008 წლის ჩათვლით. B.O.T.Y. 2009 რომ ჩატარდება მის გამარჯვებულსაც დაამატებენ, ახლა კი მისი მონაწილეების სიაა.

Continue reading

23 ივნისი

რატომ 23? იმიტომ რომ 23 შვებას მგვრის, 23 მათავხედებს, 23 მგრუზავს, 23 მეუფლება, იმიტომ რომ 23 აღმაფრენაა, 23 სიამაყეა, 23 ჭეშმარიტებაა… მოკლედ იმიტომ რომ 23–ში იყო ბრეიქდანსის ჩემპიონატი ექსტრემ კვირეულში

დღე კი დაიწყო როლერებისა და სკეიტბორდელების… კი არა და სკეიტბორდერების გამოსვლით სკეიტ პარკში (ჭ.პ. დედაენის ბაღში). დიდად გამაკვირვესთავისი შესაძლებლობებითო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცდილობდნენ მაინც, განსაკუთრებით ორი სკეიტბორდერი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ სპორტს ჯერ დამკვირდრება ჭირდება საქართველოში, არ იყო ცუდი.

სკეიტისტების და როლერების მერე გამოვიდნენ პარკურისტები… რავი აბა, პარკური როგორც ვიცი სალტოები არაა, ისე სალტოებს კი კარგად აკეთებდნენ, მართლა მომეწონა. სხვა არაფერი არ გაუკეთებიათ განსაკუთრებული (პარკის ერთი ბოლოდან მეორემდე კი მირბოდნენ პარკურულად, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი)

ასე რომ, დღის მოვლენა გახდა ბრეიქდანსის ჩემპიონატი. არ მეგონა ბრეიქდანსი ასე თუ იყო განვითარებული საქართველოში, რამდენიმე ძაან მომეწონა. მაგრა გამოვიდნენ და მაგარი მოძრაობებიც გააკეთეს. ბრეიქდანსის ფედერაციამაც ისარგებლა სიტუაციით და ეს ჩემპიონატი B-boy Passion–ად მონათლა (ანუ დაახლოებით ნახევარი წლით გადადო B-boy Passion–ის ჩატარება). ჩემპიონატის სტილი მომეწონა, Red Bull BC One-ის სისტემით ჩატარდა. 5 კაცი იყო ჟიურიში, შეჯიბრებისას თითოეული გამოდიოდა სამ–სამჯერ, რიტმულობას ქონდა დიდი მნიშვნელობა და არა უბრალოდ მოძრაობებს… მოკლედ რედ ბულის ჩემპინატის სტილს მიყვნენ. სულ 16 ბრეიქერი გამოვიდა და კაი ხანი გაგრძელდა სანამ გამარჯვებული გამოვლინდებოდა… და ეს კაი ხანი გავიდა საშინელ სიცხეში, მიკვირს იმ სიცხეში როგორ ცეკვავდნენ. რამდენიმე ბრეიქერმა მართლა გამაკვირვა, ჯეკჰამერების და რამდენიმე fრიზის გარდა ჰალოებიც გააკეთა ერთმა, ეს მართლა კულმინაცია იყო. მგონი ფედერაციის ჟიურისაც გაუკვირდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ აკეთებდა საქართველოში ჰალოებს, თვალები გადმომივარდა რომ ვუყურებდი.

თავიდან არ ველოდი ასეთ ჩემპინატს, ორი–ორზე დაპირისპირებაც კარგი იყო. ბოლოს, ყველაფერი რომ მორჩა ვიფიქრე ეს ჩემპიონატი მომცა ჩაწერილი–თქო. პირველი არხი იღებდა და იმედია ვიდეოებს ვიშოვი რომ მერე ბლოგზეც დავდო.

that’s all

folks

B-boy Passion

B-boy Passion არის ბრეიქდანსის ჩემპიონატი, რომესაც ატარებს საქართველოს ბრეიქდანსის ფედერაცია. ეს არის ერთადერთი ჩემპიონატი საქართველოში და ტარდება ყოველ თვე (ან უფრო ზუსტად ყოველ 3–4 თვეში ერთხელ თუ კიდე მეტად არ გადადებენ ხოლმე). ეს ვიდეო არ გაგიკვირდეთ რომ ქართველი ბრეიქერებისაა 🙂

ეს 2008 წლის ივნისს ჩატარებული ჩემპიონატის ნაწყვეტებია

კიდე ორი pession–ის ვიდეო დევს სრულადში

Continue reading

Red Bull BC One 2005

ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული – Red Bull BC One 2005 წლის ჩემპიონატის სრული ჩანაწერი. საოცარი სანახაობაა.

მონაწილეები:

Lilou (საფრანგეთი)
Physicx (სამხრეთ კორეა)
Omar (აშშ)
Benny (სამხრეთ აფრიკა)
Jora (რუსეთი)
Junior (საფრანგეთი)
Born (სამხრეთ კორეა)
Ronnie (აშშ)
Moy (აშშ)
Hong 10 (სამხრეთ კორეა)
Brahim (საფრანგეთი)
Machine (აშშ)
Cico (იტალია)
Pelezinho (ბრაზილია)
Rubber Legz (გერმანია)
Sonic (დანია)

აქ შეგიძლიათ უყუროთ ცალკე შეხვედრების ვიდეოებად.