Tag Archives: Culture

Make Your Choice!

Make Your Choice

ბრეიქდანსში არსებობს სხვადასხვა ცეკვის სტილი და მოძრაობა, და ასევე, არსებობს რამდენიმე ბრეიქდანსის მონათესავე ცეკვის სტილი. ბრეიქდანსი  სულ რაღაც 40-ოდე წლის წინ შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1970-იან წლებში) და ჯერ კიდევ ყალიბდება მისი ახალი მიმდინარეობები და მოძრაობები. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმდინარეობების გამოყოფა ძნელია. ყველა ბრეიქდანსის მოცეკვავეს აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, თუმცა მათი ძირითადი ნაწილის გაერთიანება შეიძლება ორ ფართო მიმდინარეობაში.

downrock style vs. power style (style-heads vs. power-heads)

ბრეიქდანსში ძირითადად ორი სტილი გამოიყოფა. პირველი სტილზე აკეთებს ხაზგასმას და თავისი უნარით, ზუსტად აყვეს მუსიკის რიტმს, ცდილობს აღფრთოვანება გამოიწვიოს მაყურებლებში. მეორე კი უფრო მეტად აკრობატულ ილეთებს გულისხმობს და ფიზიკურ მომზადებაზე დამოკიდებული შთამბეჭდავი მოძრაობებით ცდილობს სხვებისგან გამორჩევას.

Continue reading

Breakdance Tutorials

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე საინტერესო და გამოსადეგი საიტი ბრეიქდანსის მოყვარულებისთვის და არა მარტო. ამ საიტზე შესაძლებელია როგორც ზოგადად ბრეიქდანსის შესახებ საინტერესო და სხვა წყაროებში არარსებული ინფორმაციის გაგება, ასევე ვიდეოგაკვეთილების ნახვა ყველა დონის მოცეკვავისთვის (დამწყები, საშუალო თუ პროფესიონალურ დონეზე მოცეკვავე).

საინტერესოა, რომ ბრეიქდანსი საკმაოდ ახლოსაა ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნება კაპოეირასთან, რომელიც მე-17 საუკუნეში გაჩნდა. ბრეიქდანსი დღევანდელი სახით პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა, როცა ამერიკაში დაპირისპირებულმა ბანდებმა უთანხმოების გადაჭრა ცეკვით გადაწყვიტეს იარაღების ნაცვლად.
მას შემდეგ ჰიპ-ჰოპის და ბრეიქდანსის კულტურამ პარალელურად განაგრძეს ჩამოყალიბება და 80-90-იან წლებში უკვე მსოფლიო მასშტაბის პოპულარობას მიაღწიეს.

ვიდეოგაკვეთილებს თან მოყვება მოკლე აღწერაც. მოძრაობების რაოდენობა არც ისე დიდია, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისი.

საიტი:
http://breakdancetutorials.org/

B-boy Storm

Image and video hosting by TinyPic

მისი ნამდვილი სახელია Niels Robitzky. ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში და 14 წლის ასაკიდან დაინტერესებულია ბრეიქდანსში, პოპინგსა და ლოქინგში (a.k.a. locking). შტორმი ბრეიქდანსში აქტიურად ჩართულია 1983 წლიდან. მას მოუწია 80–იანი წლების რთული პერიოდის გადატანა, როცა ბრეიქდანსი ნაკლებად პოპულარული იყო და მხოლოდ ერთი–ორი ენთუზიასტი იყო დარჩენილი. თუმცა მან შეძლო შეეკრიბა ეს ბრეიქერები და ჩამოაყალიბა ჯგუფი “Battle Squad“, რომელმაც შემდგომში 1991–1992 წლებში მოიგო ჩემპიონატში “International Battle of the Year“. რადგანაც იმ პერიოდში ბრეიქდანსი ითვლებოდა თითქმის გადაშენებულ სახეობად, შტორმმა გადაწყვიტა ჰიპ–ჰოპ კულტურა შეეტანა თეატრის სამყაროში.
შტორმი მუდამ ცდილობდა მოცეკვავეების გაერთიანებას და ბევრს მოგზაურობდა. თავიდან ევროპაში, შემდეგ კი – მთელს მსოლიოში. მან გაიცნო ისინი, ვინც მის მსგავსად ცეკვის ერთგული დარჩა “მოდიდან გასვლის” მიუხედავად. შემდეგ ის გადავიდა ამერიკაში.
1992 წლიდან ის ცეკვავდა ნიუ–იორკის საცეკვაო კომპანიაში სახელად “GhettOriginal”. ნიუ–იორკში ცხოვრებისას უფრო მეტად განავითარა პოპინგის და ლოქინგის მოძრაობები. ამავე დროს მას მიყავდა გადაცემა “Freestyle” გერმანულ ტელეარხზე VIVA.

ადრეულ 1996–ში მან მიატოვა სასახური და მშობლიურ ქალაქ ბერლინში დააარსა საკუთარი საცეკვაო კომპანია “STORM and Jazzy Project”. მათ დადგეს ორი ქორეოგრაფიული ნაწარმოები და მოიარეს მსოფლიოს მრავალი თეატრი.

როცა შტორმი არ ცეკვავდა, ის მუშაობდა წიგნზე “From Swipe to STORM“, რომელიც გამოიცა 2000 წელს და მოგვითხრობს ბრეიქდანსზე გერმანიაში.

2000 წელს შტრომმა დადგა სოლო ცეკვა, სახელად “Solo for Two” და მოიარა 40–ზე მეტი ქვეყანა და 160 ქალაქი. 2004 წელს მან 10 ევროპელ ბრეიქერთან ერთად დადგა კონცეპტუალური და ინფორმაციული ქორეოგრაფიული ნაწარმოები “The Art of Urban Dance”, რომელმაც ასევე ბევრი ქვეყანა მოიარა და განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა მიიღო გოეთეს ინსტიტუტისგან ცენტრალურ აღმოსავლეთსა და აზიაში. 2004 წელს შტორმმა მონაწილეობა მიიღო გერმანულ ჰიპ–ჰოპ ფილმში “Status Yo“, სადაც ბენქინგასამართ სადგურში მომუშავის როლი ითამაშა. მან ასევე დადგა გახსნის ცერემონიალი “Expo 2000″–სთვის ჰანოვერში და “FIFA Worldcup 2006“–სთვის გერმანიაში.

დღეს ის მრავალი თეატრისთვის დგას ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს მსოფლიოს მასშტაბით. მისი სოლო პერფომანსი “Virtuelevation”, რომელიც 2006 წელს დადგა საფრანგეთში, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც “Solo for Two”.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბმულს:
http://www.bboy.org/forums/word-up/99096-bboy-storm-aka-man-who-saved-bboying-germany.html

ან შტორმის ოფიციალურ საიტს:
http://www.stormdance.de/

RED BULL BC ONE NOVEMBER 27 IN TOKYO!

Red Bull BC One 2010-ის ჩატარება გადაწყდა 27 ნოემბერს. ადრე ოქტომბერში ტარდებოდა ხოლმე და ნოემბერში რატო გადაიტანეს არ ვიცი, მაგრამ ეტყობა რომ სერიოზულად ემზადებიან. რედ ბულის რიგით მეშვიდე ჩემპიონატი Yoyogi stadium-ზე ტოკიოში. ეს სტადიონი მდებარეობს ტოკიოს ცენტრში, შიბუიას და ჰარაიუკუს უბნების შუაში. Yoyogi-ს სტადიონი აშენდა 1964 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, რედ ბულის ჩემპიონატს კი იგი განახლებული სახით უმასპინძლებს. 27 ნოემბერს 3000 ფანი იხილავს საუკეთესო 16 B-boy-ის შერკინებას და უგულშემატკივრებს საკუთარ რჩეულს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვექნება თვალყური ვადევნოთ ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში ოფიციალური საიტის საშუალებით redbullbcone.com

სავარაუდოდ იაპონიის წარმომადგენლად B-boy Taisuke-ს ვიხილავთ, თუმცა ბრეიქერების 16 კაციანი შემადგენლობის გასარკვევად ჟიურის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ

Turn it loose

ასეთი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ ბრეიქდანსის ისტორიაში!
Turn it loose არის დოკუმენტური ფილმი ჩემპიონატზე Red Bull BC One. ფილმი ძირითადად ასახავს 2007 წლის სექტემბრის ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა სოვეტოში, სამხრეთ აფრიკაში (Soweto, South Africa).
ფილმში მონაწილეობენ Ben J, Hong 10, Lolou, Ronnie, Roxrite, Taisuke (კი, მართლაც შთამბეჭდავია).
პრემიერა შედგა 3 ივნისს.
იმედია მალე ჩამივარდება ხელში ეს ფილმი

ესეც თრეილერი

უფრო ვრცლად ნახეთ აქ
http://www.turnitloosemovie.com/

ესეც სტატია რედ ბულის საიტზე
http://redbullbcone.com/blog/turn-it-loose-b-boy-documentary

ფილმები ცეკვებზე

Image and video hosting by TinyPic

გადავწყვიტე ერთი პოსტი ფილმებისთვის მიმეძღვნა. ამ პოსტში არის ყველა ფილმი, რომელიც გამახსენდა ძირითადად ჰიპ-ჰოპზე და ბრეიქდანსზე. და ასევე “Step Up”-ის მესამე ნაწილის თრეილერი, რომელიც ყველაზე მეტადაა ეფექტურად გამოიყურება და იმედია წინა ნაწილებზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
Step Up ორივე ნაწილი ძალიან პოპულარულია და ასევე You Got Served, თუმცა მე უფრო B-girl მომწონს თუნდაც იმიტომ რომ ერთადერთი ფილმია სადაც გოგო მარტო ჰიპ-ჰოპს არ ცეკვავს და ბრეიქიც გამოსდის
შეგიძლიათ ნახოთ თრეილერები და უყუროთ იმ ფილმებს, რომლებიც მოგეწონებათ. თითქმის ყველა ფილმი დევს allmovies.ge-ზე
Continue reading

Red Bull BC One 2009

Red Bull BC One 2009 იწყება 18 ნოემბერს 19:00 საათზე Hammerstein Ballroom–ში ნიუ–იორკში!
5 წლის მერე ჩემპიონატი დაუბრუნდა ბრეიქდანსის სამშობლოს, ნიუ–იორკს.
პირველად რედ ბულის ჩემპიონატი ჩატარდა 2004 წელს შვეიცარიაში. შეჯიბრის წამყვანი იქნება რეპერი KRS ONE.

რაც შეეხება ჟიურის, არც კი ვიცი რა ვთქვა, ასეთი საშინელი ჟიური ამ ჩემპიონატს აქამდე არ ყოლია. ჟიურიში არიან Katsu ჯგუფიდან The Mighty Zulu Kingz (იაპონია), Salah ჯგუფიდან Vagabonds Crew (საფრანგეთი), Ronnie ჯგუფიდან Super Cr3w და Red Bull BC One 2007–ის ჩემპიონი(ა.შ.შ.), Cico ჯგუფიდან Spinkingz (იტალია) და B-Boy Float (ა.შ.შ.).
ყველასთან არ მაქვს პრეტენზია, Katsu და Ronnie კარგი ჟიური იქნება ალბათ, მაგრამ Salah და Cico ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ მოხვდნენ ჟიურიში. Cico რედ ბულის ჩემპიონატის პრინციპების აბსოლუტურად საწინააგმდეგოდ ფიქრობს. მაგას ის ბრეიქერი მოეწონება, რომელიც უფრო მეტ და მაგარ ძალისმიერ მოძრაობებს (powermoves) შეასრულებს და ამით მორჩა. სხვა არაფერი არ აინტერესებს. აშკარად ადრე უკეთესი ჟიური იყო.

ეხლა კი დატკბით Teaser-ით 😀