Tag Archives: extreme

Tbilisi eXtreme week 2011

EDIT

2011 წლის ექსტრემ კვირეულიც მოახლოვდა!
25-ივნისიდან 2-ივლისის ჩათვლით გაიმართება შეჯიბრებები ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში
ორგანიზატორი არის კვლავ Adrenaline.ge
კვირეული იწყება პარკური/ბრეიქდანსით, რომელმაც ამჯერად “ზედ” რუსთაველზე გადაინაცვლა. ასე უფრო მეტი მაყურებელიც ნახავს და უფრო საინტერესოც იქნება სავარაუდოდ.
ვნახოთ როგორ ჩაივლის eXtreme week 2011, მე ძაან მაინტერესებს 🙂

 

——–
btw
ვადებმა ერთი კვირით გადაიწია:

2 ივლისი – 19:00 -Parkour / break dance-რუსთაველის გამზირი (პარლამენტის წინ)
3 ივლისი – 10:00 – Off Road – დიდი დიღომი
4 ივლისი – 18:00 – Rock Climbing- აბანოთუბანი (მეტეხის კლდე)
5 ივლისი – 17:00- Skate / Roller / BMX / graffiti – დედაენის სკვერი (Skatepark)
6 ივლისი – 17:00- Motto Cross -მეიდანი
7ივლისი – 18:00 – Drift King –
8 ივლისი – 17:00 – DownTown- მეიდანი
9 ივლისი – 19:00 – Ski / Snowboard Freestyle contest- კუს ტბა

 

დამატებითი ინფორმაცია:
www.adrenaline.ge
(საიტი მალე გაიხსნება, როგორც გვპირდებან)

Advertisements

EXTREME WEEK 2010

26 ივნისი “opening event”
Extreme: parkour, rope jumping, bungi jumping.
ადგილი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპოსის მიმდებარე ხიდი
დრო: 12:00- 17:00

27 ივნისი
Extreme: off road
ადგილი: დიდი დიღომი
დრო 10:00- 18:00

28 ივნისი
Extreme: rock climbing
ადგილი: ვერის ბაღი “ალპინისტთა კლუბი”
დრო 12:00- 17:00

29 ივნისი
Extreme: skate, BMX, roller skate, brakedance
ადგილი: დედაენის ბაღი “სკეიტპარკი”
დრო: 17:00- 21:00

30 ივნისი
Extreme: motto cross
ადგილი: ვარკეთილი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
დრო: 12:00- 15:00

1 ივლისი
Extreme:drift king
ადგილი: ვარდების მოედანი
დრო: 16:00- 2100

2 ივლისი
Extreme: down town
ადგილი: მეიდანი
დრო: 16:00- 20:00

3 ივლისი “and off the week”
Extreme: paraplane
ადგილი: თბილისის ზღვა
დრო: 12:00- 17:00

B-boy Snake

B-boy snake-ს ძაან მაგარი სტილი აქ და footwork-ს უბერავს მაგრა. ძვლები არა აქ ხერხემალში მგონი, რეზინის ზურგი აქ 😀 კიდევ ერთი კორეელი ბრეიქერი


By BboyLintu

Continue reading

Free Running (2009)

PC–ზე გამოვიდა ახალი თამაში “თავისუფალი სირბილი”, რომელშიც შეგიძლია შეასრულო უამრავი ექსტრემალური ილეთი და მიიღო ადრელანილი. ოფლაინზე ვნახე და ეგრევე ჩავიწერე. თამაში შექმნილია პარკურისტებთან და თავისუფალ მორბენლებთან ერთად და არის საკმაოდ რეალისტური და ექსტრემალური. ვისაც პარკური ევასება, ყველას გირჩევთ ითამაშოთ. უკვე დაიწყო ექსტრემალური სპორტით დაინტერესება, იქნებ მომავალში ბრეიქდანსზეც გააკეთონ თამაში ან PS 2–ის თამაში გადაიტანონ კომპზე

რაც მთავარია ინგლისური ინტერფეისია, ანუ ჯერ გაფუჭებული არაა 🙂

Image Hosted by ImageShack.us

სისტემური მოთხოვნები:
ოპერატიული სისტემა: Windows XP/Vista
პროცესორი: Intel Pentium 4, 2.4 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 512 MB XP / 1 GB Vista
ვიდეოკარტა: 128 MB

გადმოწერა

ესეც თრეილერი წარმოდგენისათვის

23 ივნისი

რატომ 23? იმიტომ რომ 23 შვებას მგვრის, 23 მათავხედებს, 23 მგრუზავს, 23 მეუფლება, იმიტომ რომ 23 აღმაფრენაა, 23 სიამაყეა, 23 ჭეშმარიტებაა… მოკლედ იმიტომ რომ 23–ში იყო ბრეიქდანსის ჩემპიონატი ექსტრემ კვირეულში

დღე კი დაიწყო როლერებისა და სკეიტბორდელების… კი არა და სკეიტბორდერების გამოსვლით სკეიტ პარკში (ჭ.პ. დედაენის ბაღში). დიდად გამაკვირვესთავისი შესაძლებლობებითო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცდილობდნენ მაინც, განსაკუთრებით ორი სკეიტბორდერი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ სპორტს ჯერ დამკვირდრება ჭირდება საქართველოში, არ იყო ცუდი.

სკეიტისტების და როლერების მერე გამოვიდნენ პარკურისტები… რავი აბა, პარკური როგორც ვიცი სალტოები არაა, ისე სალტოებს კი კარგად აკეთებდნენ, მართლა მომეწონა. სხვა არაფერი არ გაუკეთებიათ განსაკუთრებული (პარკის ერთი ბოლოდან მეორემდე კი მირბოდნენ პარკურულად, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი)

ასე რომ, დღის მოვლენა გახდა ბრეიქდანსის ჩემპიონატი. არ მეგონა ბრეიქდანსი ასე თუ იყო განვითარებული საქართველოში, რამდენიმე ძაან მომეწონა. მაგრა გამოვიდნენ და მაგარი მოძრაობებიც გააკეთეს. ბრეიქდანსის ფედერაციამაც ისარგებლა სიტუაციით და ეს ჩემპიონატი B-boy Passion–ად მონათლა (ანუ დაახლოებით ნახევარი წლით გადადო B-boy Passion–ის ჩატარება). ჩემპიონატის სტილი მომეწონა, Red Bull BC One-ის სისტემით ჩატარდა. 5 კაცი იყო ჟიურიში, შეჯიბრებისას თითოეული გამოდიოდა სამ–სამჯერ, რიტმულობას ქონდა დიდი მნიშვნელობა და არა უბრალოდ მოძრაობებს… მოკლედ რედ ბულის ჩემპინატის სტილს მიყვნენ. სულ 16 ბრეიქერი გამოვიდა და კაი ხანი გაგრძელდა სანამ გამარჯვებული გამოვლინდებოდა… და ეს კაი ხანი გავიდა საშინელ სიცხეში, მიკვირს იმ სიცხეში როგორ ცეკვავდნენ. რამდენიმე ბრეიქერმა მართლა გამაკვირვა, ჯეკჰამერების და რამდენიმე fრიზის გარდა ჰალოებიც გააკეთა ერთმა, ეს მართლა კულმინაცია იყო. მგონი ფედერაციის ჟიურისაც გაუკვირდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ აკეთებდა საქართველოში ჰალოებს, თვალები გადმომივარდა რომ ვუყურებდი.

თავიდან არ ველოდი ასეთ ჩემპინატს, ორი–ორზე დაპირისპირებაც კარგი იყო. ბოლოს, ყველაფერი რომ მორჩა ვიფიქრე ეს ჩემპიონატი მომცა ჩაწერილი–თქო. პირველი არხი იღებდა და იმედია ვიდეოებს ვიშოვი რომ მერე ბლოგზეც დავდო.

that’s all

folks

Extreme Week In Tbilisi

თბილისში ექსტრემ კვირეული დაიწყო, რომელიც ტარდება პირველად საქართველოში და იმედია ექნება პერიოდული სახე. აპირებენ, რომ ყოველწლიური გახდეს. ორგანიზატორები არიან adrenaline.ge და თბილისის მერია. კვირეული დაიწყო 20–ში და დახურვა იქნება 27–ში.

დასწრება უფასოა

და რაც მთავარია 23–ში იქნება ბრეიქდანსის (და არანაკლებ საინტერესო ექსტრემის) დღე 😀

EXTREME WEEK TBILISI
თბილისის ექსტრემალური სპორტის კვირეული

მიიღე ადრენალინი სწორი გზით

Continue reading

Free Running

თავისუფალი სირბილი, ეს არის აკრობატული მოძრაობები ქალაქში გარემოს, შენობების გამოყენებით. პარკური, რომელსაც თავისუფალ სირბილთან აიგივებენ, განსხვავდება იმით, რომ პარკური ერთი ადგილიდან მეორეში რაც შეიძლება სწრაფად და ამავე დროს ეფექტურად გადაადგილებას ნიშნავს. მისი მიზანია გზაზე წინააგმდეგობების გადალახვა. ეს შეიძლება იყოს შენობები, ბუნება… ნებისმიერ შემთხვევაში სიამოვნება, ექსტრემი და თავისუფლება დიდია, ამით გავს ჩემთვის თავისუფალი სირბილი ბრეიქდანსს.

…ქართულ თავისუფალ სირბილზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ საქართველოში სერიოზულ დონეზე არაა განვითარებული. მარტო ბავშვები ვარჯიშობენ და ისინიც რომ იზდებიან თავს ანებებენ.

ასე რომ, წარმოგიდგენთ უცხოურ ვიდეოს

ეს არის თავისუფალი სირბილის კარგად დამუშავებული ვიდეო

Continue reading