Tag Archives: Red Bull BC One

Caucasus Cyphers 2013

Cyphers

წელს აპრილში საქართველოში ჩატარდა საიფერების შეჯიბრი კავკასიის მასშტაბით (Red Bull BC One Caucasus Cyphers). მასში გამარჯვებული უნდა გამგზავრებულიყო კიევში საიფერების მსოფლიო შესარჩევში, სადაც გამარჯვებული უკვე მოხვდება “რედ ბულ”-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველი ეტაპი გაიმართა ქართველ ბრეიქერებს შორის, რომელსაც მოყვა 20 აპრილის კავკასიის ჩემპიონატი.

Continue reading

Red Bull BC One Cyphers 2011

რედ ბული განახლებული სისტემით არჩევს ჩემპიონატის მონაწილეებს. 16 მონაწილიდან ერთი არის წინა ჩემპიონატის გამარჯვებული (ნეგუინი), 10 მონაწილეს ირჩევს საერთაშორისო ჟიური, ხოლო დანარჩენი 5 მონაწილის ვინაობა გაირკვევა “საიფერები”ს გამარჯვებულებს შორის შეჯიბრებით.
Cyphers არის 1-on-1 სახის შეჯიბრებები, რომელიც იმართება კლუბებში და საცეკვაო ადგილებში მსოფლიოს 27 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. “საიფერი” არის საშუალება ნებისმიერი ბრეიქერისთვის, მოხვდეს ყველაზე პოპულარულ 1-1-ზე Red Bull BC One-ის ჩემპიონატზე.
Cypher-ის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდებიან შესარჩევში, რომელიც ჩატარდება 5 ქვეყანაში – ბრაზილია, ესპანეთი, ტაივანი, თურქეთი და ა.შ.შ. გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში Red Bull BC One 2011, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში, რუსეთში, 26 ნოემბერს.

Continue reading

All Stars in Georgia 2

გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.

კი, გეთანხმებით ამის ლაივში ნახვა მართლა სიგიჟეა.

მეორე დღეს, 17 აპრილს ლილუ და ჩიკო იყვნენ მზიურის პარკში, სადაც გაიმართა კავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსში. ლილუ და ჩიკო, გაგიკვირდებათ და, იყვნენ ჟიურიში და აფასებდნენ მონაწილეებს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები წელებზე ფეხს იდგამდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა), რომ გაემარჯვათ ჩემპიონატში. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რედ ბულის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში! დიაღ, სწორედ Red Bull BC One 2011-ის შესარჩევში.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩართეთ და უყურეთ ჩემპიონატის მსვლელობას:

Caucasus Championship

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები: B-boy Small (Pioner) vs. B-boy Killa’ Jazz.
ესეც გადამწყვეტი ბრძოლა:

Final

დაა გამარჯვებული გახდა B-boy Killa’ Jazz (Bigga Boo Crew)! ჟიურის გადაწყვეტილებით მოიგო აზერბაიჯანელმა Killa’ Jazz-მა, იმედია მომავალში უკეთ გამოვალთ და საგზურსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

მესამე დღეს, 19-ში ლილუმ და ჩიკომ ჩაატარეს მასტერკლასები ბრეიქდანსში. ისინი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსის (a.k.a. მაღლივი) სავარჯიშო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო გაკვეთილებში მსოფლიო ვარსკვლავებისგან. მსურველებმაც არ დააყოვნეს და ლილუმ და ჩიკომ დამწყებ ბრეიქერებს ასწავლეს სწორი ვარჯიში/მომზადება და რამდენიმე საბაზისო ილეთი. ასევე, აუხსნეს საინტერესო მოძრაობები გამოცდილ ბრეიქერებს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
ბოლოს შეიკრა წრე და სათითაოდ იცეკვეს ბრეიქერებმა, დამწყებებმა იმ დღეს ნასწავლი მოძრაობები, გამოცდილებმა …რაც იცოდნენ და ასევე ლილუმ და ჩიკომაც მოახდინეს შესაძლებლობების დემონსტრაცია. ასეთი სანახაობის ყურება არა ეკრანიდან, არამედ ერთი მეტრის დისტანციაზე (უფრო ახლოდანაც შეიძლებოდა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე) მართლა შთამბეჭდავი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ, მასტერკლასზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან ურთიერთობა, კითხვების დასმა თუ მათთან ერთად სურათის გადაღება. ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა მიმიკებით ენობრივი ბარიერის გამო XD
ბოლოს სურათები გადაიღეს, ლილუმ და ჩიკომ ინტერვიუ მისცეს, დაგვპირდნენ რომ ისევ ჩამოვიდოდნენ და …well, დავიშალეთ.

Masterclass

ლილუმ აღნიშნა რომ ქართული საცეკვაო ნომრის ნახვამ ხანჯლებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული იყო ამ ხელოვნებით

…თუმცა ეს ყველაფერი არაა. როგორც ვხვდები, მასტერკლასის მერე ლილუ და ჩიკო სანამ აეროპორტში გაემგზავრებოდნენ, ერთ ადგილას შეჩერდნენ. სავარაუდოდ ლილუს დაბადების დღე იყო და აღსანიშნავად Bigga Boo Crew-სთან და რამდენიმე ქართველთან ერთად ისინი წავიდნენ აღსანიშნავად, რაც ვიდეოზეც გადაიღეს:

All Stars In Georgia!

RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოშია!

16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

იტალიელი (Cico) წარმოადგენს powermove-ის სკოლას. ძლიერია ძალისმიერ მოძრაობებში, არის არაერთი პრიზის მფლობელი და რამდენიმე ჩემპიონატში ჟიურის წევრი.
ლილუ (Lilou) ალჟირული წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია, ერთადერთი Red Bull BC One-ის ორგზის ჩემპიონი. უნიკალური სტილის მოცეკვავე. ასევე არაერთგზის პრიზიორი (როგორც All Star-ის ყველა წევრი), უმრავლეს ძირითად ჩემპიონატზე ჟიურის განუყოფელი წევრი.

16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night + , 17 აპრილს კი ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე, ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკში).
17 აპრილს მზიურის პარკში შეხვედრა დაგეგმილია 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსში (a.k.a. მაღლივი), სავარჯიშო დარბაზში გაიმართება შეხვედრა 12:00-ზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერების ცეკვა. ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არ მოგეცეთ!

B-boy Neguin

ინტერესები: კაპოეირა (ბრაზილიის ნაციონალური საბრძოლო ხელოვნება აკრობატიკის ელემენტებით), მუსიკა და ხელოვნება
კრედო: “ყოველთვის იყავი მზად და იყავი ის რაც ხარ”

Fabiano Carvalho Lopes aka NEGUIN არის ბრაზილიელი ბრეიქერი, რომელიც დაიბადა 1987 წელს კასკაველში, პარანაში. ამჟამად ცხოვრობს სან პაულოში. გამოდის ჯგუფი Tsunami Allstars სახელით. ის 2009-2010 წლებში მონაწილეობდა რედ ბულის ჩემპიონატში და მეორე ცდაზე გაიმარჯვა კიდეც ფინალში. ნეგუინმა ცეკვა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველად გაეცნო ჰიპ-ჰოპს. თავიდან ის დაინტერესებული იყო ფრისტაილით და მხოლოდ 2003 წლიდან დაიწყო ბრეიქდანსის ვარჯიში.
ნეგუინი ფლობს მრავალ სტილს და შეუძლია ნებისმიერ ბრეიქერს გაუწიოს ღისეული წინააღმდეგობა. ის ცნობილია როგორც რთული აკრობატული მოძრაობებით, ასევე სისწრაფით და ამოუწურავი ენერგიით. ნეგუინზე დიდი გავლენა მოახდინეს ბრეიქერებმა Ken Swift, K Mel (ჯგუფიდან Rock Steady Crew) და განსაკუთრებით B-Boy Ivan-მა. ის არის მრავალი ჩემპიონატის გამარჯვებული (ძირითადად სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ფარგლებში).
დღეს ნეგუინის ძირითად საქმიანობას ბრეიქდანსი წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ის არის კაპოეირას ინსტრუქტორი. მანამდე ის ასწავლიდა ბრეიქდანსს სან-პაულოში “Arte nos Barrios”-ში. შემდეგ კი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში და ლონდონში.

შეგიძლიათ ნახოთ მისი პროფილი myspace-ზე:
http://www.myspace.com/bboyneguin

Red Bull BC One All Stars II

როგორც უკვე ვიცით, შეიქმნა ჯგუფი “Red Bull BC One All Stars”, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერებითაა დაკომპლექტებული.
მათგან ორი 19 აგვისტოს გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში: Roxrite – ამერიკელი ბრეიქერი, ყველაზე მეტი ჩემპიონატის გამარჯვებული და Lilou – ფრანგი (წარმოშობით ალჟირელი) ბრეიქერი, Red Bull BC One ჩემპიონატის მხოლოდ ორჯერ გამარჯვებული.
21 აგვისტოს დანიშნული იყო “Solo Pro Battle”–ის ჩემპიონატი, სადაც მათ უნდა ემსაჯათ. ეს არის სამხრეთ აფრიკაში ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი. გამარჯვებული იღებს 2000$–ის ჯილდოს! ბოლოს კი უნდა ყოფილიყო ბრეიქდანსზე დოკუმენტური ფილმის “Turn It Loose” ჩვენება. ჩემპიონატში გაიმარჯვა B-boy Curce–მა.
დოკუმენტურმა ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამხრეთ აფრიკელებზე, მათ შორის მათზეც, ვინც აზრზე არ იყო რა არის B-boying–ი (მეც ძალიან მაინტერესებს ეს ფილმი და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ)
ტურნე დასრულდა 28 აგვისტოს. ლილუმ და როქსრაიტმა მოინახულეს 4 სამხრეთ აფრიკული ქალაქი. ყველას ქონდა საშუალება მისულიყო, კონტაქტი ქონოდა მათთან და მე შურით გულზე გავეხეთქე :/ რამდენმა გააკეთა ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ anyway…
მსოფლიო ვარსკვლავები დაეხმარნენ სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს, განევითარებინათ თავიანთი ტექნიკა, დაეხვეწათ მოძრაობები და აეთვისებინათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს ახასიათებთ ძალისხმიერი მოძრაობების (a.k.a. powermove) ადვილად ათვისება, თუმცა უჭირთ footwork–ში და ზოგადად რიტმზე დამყარებულ მოძრაობებში.

ბოლოს კი ფოტოკოლაჟი სამხრეთ აფრიკიდან

მეტი ინფორმაციიისთვის და სურათებისთვის ეწვიეთ Red Bull BC One–ის ბლოგის ჩანაწერებს:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

Red Bull BC One All Stars!

რედ ბულმა წარმოადგინა 7 ბრეიქერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მას. ისინი მიიღებენ მონაწილეობას როგორც შეხვედრებში, ისე ჟიურის ან სხვა სახის წარმომადგენლობით ღონისძიებებში. ჯგუფი All Stars შეირჩა საუკეთესო ბრეიქერებისგან მთელი მსოფლიოდან. ეს 7 ბრეიქერია:

Lilou – საფრანგეთი (Red Bull BC One Champion 2005 & 2009)
Ronnie – აშშ (Red Bull BC One Champion 2007)
Hong 10 – სამხრეთ კორეა (Red Bull BC One Champion 2006)
Pelezinho – ბრაზილია
Cico – იტალია
Roxrite – აშშ
Taisuke – იაპონია

Cico-ზე ვერ დავეთანხმები და დანარჩენები ასე თუ ისე საუკეთესოები არიან. როგორც არ უნდა იყოს, ეს შემადგენლობა წარმოადგენს All Stars ჯგუფს