Tag Archives: storm

B-boy Storm

Image and video hosting by TinyPic

მისი ნამდვილი სახელია Niels Robitzky. ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში და 14 წლის ასაკიდან დაინტერესებულია ბრეიქდანსით, პოპინგითა და ლოქინგით. შტორმი ბრეიქდანსში 1983 წლიდან აქტიურად არის ჩართული. მას მოუწია 80–იანი წლების რთული პერიოდის გადატანა, როცა ბრეიქდანსი ნაკლებად პოპულარული იყო და მხოლოდ ერთი–ორი ენთუზიასტი იყო დარჩენილი. თუმცა მან შეძლო შეეკრიბა ეს ბრეიქერები და ჩამოაყალიბა ჯგუფი “Battle Squad“, რომელმაც შემდგომში 1991–1992 წლებში მოიგო ჩემპიონატში “International Battle of the Year“. რადგანაც იმ პერიოდში ბრეიქდანსი ითვლებოდა თითქმის გადაშენებულ სახეობად, შტორმმა გადაწყვიტა ჰიპ–ჰოპ კულტურა შეეტანა თეატრის სამყაროში.

Continue reading

Advertisements

ციკლიდან „ბრეიქდანსის სასწავლო ვიდეოები“

ამ ვიდეოებში ლეგენდარული Storm სხვა B-boy-ების დახმარებით გვასწავლის ბრეიქდანსის ძირითად და რამდენიმე რთულ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ლამაზ მოძრაობას. ვიდეოებში საკმაოდ ბევრი გაკვეთილია და მოიცავს:

1)Top Rock
2)Footwork
3)Kicks and freezes (backkick, frontkick, halfback, hollowback, Lkick)
4)Powermoves (Air twist, 99, 2000, swipe, airswipe, Flares, Headspin, jackhummer, muchmills, Stars, turtle, windmill)

ზოგი რამ პირველად ვნახე და ძაან მომეწონა. კარგად ხსნის, როგორ Storm-ს ჩვევია. თეორიული საწყისები და მოძრაობების ფიზიკაც არ ავიწყდება

გადმოწერა

ეს ორი ვიდეო ამოვარჩიე თვალსაჩინოებისთვის
1 footwork & 1 powermove

P.S. რაც შეეხება Storm-ს, ის არის ერთ-ერთი პირველი ბრეიქერი და დიდი დამსახურება აქვს ბრეიქდანსის განვითარებაში. მასზე დავწერ შემდეგ პოსტს მათთვის, ვინც არ იცნობს…