Tag Archives: Style

Make Your Choice!

Make Your Choice

ბრეიქდანსში არსებობს სხვადასხვა ცეკვის სტილი და მოძრაობა, და ასევე, არსებობს რამდენიმე ბრეიქდანსის მონათესავე ცეკვის სტილი. ბრეიქდანსი  სულ რაღაც 40-ოდე წლის წინ შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1970-იან წლებში) და ჯერ კიდევ ყალიბდება მისი ახალი მიმდინარეობები და მოძრაობები. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმდინარეობების გამოყოფა ძნელია. ყველა ბრეიქდანსის მოცეკვავეს აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, თუმცა მათი ძირითადი ნაწილის გაერთიანება შეიძლება ორ ფართო მიმდინარეობაში.

downrock style vs. power style (style-heads vs. power-heads)

ბრეიქდანსში ძირითადად ორი სტილი გამოიყოფა. პირველი სტილზე აკეთებს ხაზგასმას და თავისი უნარით, ზუსტად აყვეს მუსიკის რიტმს, ცდილობს აღფრთოვანება გამოიწვიოს მაყურებლებში. მეორე კი უფრო მეტად აკრობატულ ილეთებს გულისხმობს და ფიზიკურ მომზადებაზე დამოკიდებული შთამბეჭდავი მოძრაობებით ცდილობს სხვებისგან გამორჩევას.

Continue reading

ციკლიდან „სასწავლო ვიდეოები“

ამ ვიდეოებში ლეგენდარული Storm სხვა B-boy-ების დახმარებით გვასწავლის ბრეიქდანსის ძირითად და რამდენიმე რთულ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ლამაზ მოძრაობას. ვიდეოებში საკმაოდ ბევრი გაკვეთილია და მოიცავს:

1)Top Rock
2)Footwork
3)Kicks and freezes (backkick, frontkick, halfback, hollowback, Lkick)
4)Powermoves (Air twist, 99, 2000, swipe, airswipe, Flares, Headspin, jackhummer, muchmills, Stars, turtle, windmill)

ზოგი რამ პირველად ვნახე და ძაან მომეწონა. კარგად ხსნის, როგორ storm-ს ჩვევია. თეორიული საწყისები და მოძრაობების ფიზიკაც არ ავიწყდება

გადმოწერა

ეს ორი ვიდეო ამოვარჩიე თვალსაჩინოებისთვის
1 footwork & 1 powermove

P.S. რაც შეეხება Storm-ს, ის არის ერთ-ერთი პირველი ბრეიქერი და დიდი დამსახურება აქვს ბრეიქდანსის განვითარებაში. მასზე დავწერ შემდეგ პოსტს მათთვის, ვინც არ იცნობს…

Turn it loose

ასეთი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ ბრეიქდანსის ისტორიაში!
Turn it loose არის დოკუმენტური ფილმი ჩემპიონატზე Red Bull BC One. ფილმი ძირითადად ასახავს 2007 წლის სექტემბრის ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა სოვეტოში, სამხრეთ აფრიკაში (Soweto, South Africa).
ფილმში მონაწილეობენ Ben J, Hong 10, Lolou, Ronnie, Roxrite, Taisuke (კი, მართლაც შთამბეჭდავია).
პრემიერა შედგა 3 ივნისს.
იმედია მალე ჩამივარდება ხელში ეს ფილმი

ესეც თრეილერი

უფრო ვრცლად ნახეთ აქ
http://www.turnitloosemovie.com/

ესეც სტატია რედ ბულის საიტზე
http://redbullbcone.com/blog/turn-it-loose-b-boy-documentary

Basic Footwork Moves

მგონი დროა დავდო საწყისი მოძრაობების გაკვეთილები footwork-ში. ეს არის ჩემი აზრით ბრეიქში ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და მოცეკვავის სტილის მაჩვენებელი მოძრაობები. footwork–ში ბლომადაა დამუშავებული მოძრაობები და ტრიუკებიც და იმპროვიზაციაც. მოძრაობების და ტრიუკების დამუშავება აქიდან შეგიძლიათ, იმპროვიზაცია კი თქვენზეა 😉

ყველაზე ძირითადი მოძრაობა – six step. რომელიც, როგორც სახელიდან ჩანს, შედგება ექვსი ეტაპისგან. ყველა დამწყები ბრეიქერი footwork–ის სწავლას იწყებს 6 step–ით. საერთოდაც ბრეიქის სწავლას იწყებენ ამ მოძრაობით, რადგანაც ის ყველაზე საბაზისოა.

ახლა ვნახოთ 6 step–ის რამდენიმე ვარიაცია:

Continue reading

C-walk

Crip Walk – ცეკვის სტილი, რომელიც გაჩნდა 70-იან წლებში. ის ჩამოაყალიბეს Crip Gang-ის წევრებმა Compton-იდან, ლოს ანჯელესის გარეუბნიდან. ის პოპულარულია West Coast რეპერებში და დღეს გვხვდება ზოგ კლიპშიც.თუმცა MTV-მ აკრძალა ამ ცეკვის შემცველი კლიპების ჩვენება, დღეს ის ძალიან პოპულარულია რეპის მოყვარულებში და ხშირად გვხვდება სოციალურ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი

 

Continue reading

B-boy Snake

B-boy snake-ს ძაან მაგარი სტილი აქ და footwork-ს უბერავს მაგრა. ძვლები არა აქ ხერხემალში მგონი, რეზინის ზურგი აქ 😀 კიდევ ერთი კორეელი ბრეიქერი


By BboyLintu

Continue reading