Tag Archives: trailer

Freestyle Session

რა არის Freestyle Session? კიდევ ერთი 5vs.5 b-boy/b-girl ჩემპიონატი რომელიც იმართება ყოველწლიურად და აგერ შარშან უკვე მრგვალი თარიღი – 12 წლის იუბილე აღნიშნა (o.O). ვაპატიოთ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ერთი წესიერი საიტი ვერ გააკეთეს და არც ინფორმაცია უდევთ ჩემპიონატის განვითარების შესახებ საკუთარ საიტზე, სამაგიეროდ მაისურების და DVD დისკების გაყიდვაზე დაუღალავად ზრუნავენ…
ჰოდა რას ვამბობდი, მრგვალი „12 წლის“ აღსანიშნავი ჩემპიონატის თრეილერი საკმაოდ Freestyle-ურად გამოიყურება, შეგიძლიათ დატკბეთ მისი ყურებით

რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, შეიძლება რედ ბულს დაა ბოტის არ ჯობია, მაგრამ ცუდიც არაა
მე მაინც გადავწყვიტე, რომ მრგვალი თარიღი მიღებულია რომ 10 იყოს და Freestyle Sessions 10-ის ფინალს დავდებ, სადაც ორი ლეგენდარული ჯგუფი შეხვდა ერთმანეთს – Gambler vs Zulu Kings
…და გაიმარჯვააა . . . უყურეთ და ნახავთ!

ეს კი ოფიციალური საიტი
http://freestylesession.com/

Advertisements

Turn it loose

ასეთი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ ბრეიქდანსის ისტორიაში!
Turn it loose არის დოკუმენტური ფილმი ჩემპიონატზე Red Bull BC One. ფილმი ძირითადად ასახავს 2007 წლის სექტემბრის ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა სოვეტოში, სამხრეთ აფრიკაში (Soweto, South Africa).
ფილმში მონაწილეობენ Ben J, Hong 10, Lolou, Ronnie, Roxrite, Taisuke (კი, მართლაც შთამბეჭდავია).
პრემიერა შედგა 3 ივნისს.
იმედია მალე ჩამივარდება ხელში ეს ფილმი

ესეც თრეილერი

უფრო ვრცლად ნახეთ აქ
http://www.turnitloosemovie.com/

ესეც სტატია რედ ბულის საიტზე
http://redbullbcone.com/blog/turn-it-loose-b-boy-documentary