ფილმები ცეკვებზე 2

როგორც ჩანს, ბლოგზე ყველაზე მეტად ცეკვებზე ფილმები აინტერესებთ, ამიტომ გთავაზობთ გაგრძელებას. ამჯერად წარმოგიდგენთ ფილმებს არა მარტო ჰიპ-ჰოპსა და ბრეიქდანსზე, არამედ ზოგადად ცეკვებზე. აქ არის ფილმები ჰიპ-ჰოპზე, ტანგოზე, ლათინურ ცეკვებზე, დისკოზე, ბალეტზე, სამეჯლისო ცეკვებზე…

პირველი ფილმი არის Straight Outta Compton. ეს არის 2015 წლის ფილმი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლებში და მოგვითხრობს ჯგუფი N.W.A.-ს შესახებ, რომელიც კომპტონში, კალიფორნიაში შეიქმნა 1980 წელს და მას შემდეგ რევოლუცია მოახდინა ჰიპ-ჰოპ მუსიკის მიმდინარეობაში. მაინცდამაინც ცეკვაზე არაა, მაგრამ ჰიპ-ჰოპ კულტურაზეა და ძალიან კარგი საყურებელია კულტურის უფრო ახლოს გასაცნობად.

Straight Outta Compton – პირდაპირ კომპტონიდან (2015)

ყურება

ზოგადად ცეკვებზე ფილმებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბინძური ცეკვები. ეს არის ცეკვებზე ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ფილმი, რომელმაც შემდეგ მრავალი მოცეკვავე შთააგონა და არა მარტო.

Dirty Dancing – ბინძური ცეკვები (1987)

მოკლე მიმოხილვა: 1963 წლის ზაფხული, მდიდარი მშობლების განებივრებული გოგონა – ბეიბი არდადეგებს მშობლებთან ერთად ატარებს. კურორტზე ბეიბი სიმპათიურ პროფესიონალ მოცეკვავე – ჯონის გაიცნობს. “ბინძური ცეკვების” ილეთები ბეიბის თავბრუს ახვევს, გოგონა ჯონის მოსწავლე–პარტნიორი ხდება ცეკვაშიც და სიყვარულშიც.

ყურება

———————–

Dirty Dancing 2: Havana Nights – ბინძური ცეკვები: ჰავანას ღამეები (2004)

მოკლე მიმოხილვა: ახალგაზრდა ქალიშვილი, კეტი მილერი მშობლებთან ერთად კუბაში მიემგზავრება, სადაც იძულებულია “საჭირო ადამიანების” ვიწრო წრეში იტრიალოს. ყველაფერი იცვლება ადგილობრივი რესტორნის ოფიციანტთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც კეტის გატაცებას იზიარებს. ისინი ერთად ემზადებიან ცეკვების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

ყურება

———————–

Footloose – თავისუფლები (1984)

მოკლე მიმოხილვა: მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდა რენ მაკკორმაკი, მეგობრის და შეყვარებულის მხარდაჭერით, გადაწყვიტავს ძველმოდური წესები შეცვალოს და წესიერი თანამოქალაქეები ცოტა გამოაცოცხლოს.

ყურება

———————–

Footloose – თავისუფლები (2011)

რიმეიქები ცუდი გამოდის ხოლმე, თუმცა, ეს ჯერ არ მინახავს და ვერ ვიტყვი.
მოკლე მიმოხილვა: რენ მაკკორმანი გადავა მეგაპოლისიდან წყნარ პროვინციალურ ქალაქში, სადაც აკრძალულია როკ-მუსიკა და ცეკვები. მან გადაწყვიტა შეცვალოს წესები და მიაღწიოს იმას, რომ პატიოსანმა მოქალქეებმა შეძლონ კარგი მუსიკის მოსმენა და ცეკვა.

ყურება

———————–

How She Move – როგორ მოძრაობს ის (2007)

მოკლე მიმოხილვა: რაია გრინის დის სიკვდილის შემდეგ, ის გამოაღწევს თავისი სასკოლო გაკვეთილებიდან და ხედავს ჯგუფს რომელიც ვარჯიშობს. ის ხვდება ბიშოპს, რომელიც ცეკვის ჯგუფის ლიდერია. ის ცეკვავს მიშელთან ერთად. ისინი ხდებიან მტრები, მოგვიანებით კი მეგობრები….

ყურება

———————–

Flashdance – ცეცხლოვანი ცეკვა (1983)

მოკლე მიმოხილვა: “ცეცხლოვანიი ცეკვა” დიდი პოპულარობით სარგებლობდა არამარტო აშშ–ში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფილმში აღბეჭდილი ცნობილი საცეკვაო ნომერი არაერთხელ გამოყენებულა ცნობილი პოპ–დივების(დაწყებული ჯენიფერ ლოპესიდან დამთავრებული ჯერი ჰალიუელით) კლიპებში. ხოლო სიმღერა “What a Feeling”, რომელიც ფილმის ლაითმოტივს ეფუძნება, ოსკარით დაჯილდოვდა.

ყურება

———————–

Shall We Dance? – მოდი  ვიცეკვოთ (2004)

მოკლე მიმოხილვა: კეთილმოწყობილი ცხოვრება, ერთგული ცოლი და უმშვენიერესი ქალიშვილი. ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ყოველ საღამოს, სამუშაოდან მატარებლით დაბრუნებისას, მან მშვენიერი ქალი შენიშნა ერთერთი შენობის ფანჯარაში. და ერთხელ ჩამოვიდა კიდევაც ამ გაჩერებაზე.

ყურება

———————–

Roseland – ვარდების ქვეყანა (1977)

მოკლე მიმოხილვა: ფილმი სამი ისტორიისგან შედგება, რომლებიც ზოგჯერ უკავშირდება ერთმანეთს. თითოეული მათგანი ვითარდება ნიუ-იორკის ცნობილი საცეკვაო სასახლის წიაღში ვითარდება და თითოეულს ერთი საერთო თემა აქვს: შესაფერისი პარტნიორის პოვნა.

ყურება

———————–

Shall We Dance? – ხომ არ ვიცეკვოთ? (1996)

ეს აზიური ვარიანტია.
მოკლე მიმოხილვა: შოჰეი სუგიიამამ ყველაფერი მოიპოვა, რაც ცხოვრებაში სურდა. თუმცა, ის მაინც სევდიანი და უბედურია. ერთ დღესაც, ის მოიკრებს გამბედაობას და ჩაეწერება ცეკვის გაკვეთილებზე. მას იმედი აქვს, რომ გაკვეთილები დეპრესიას გაუფანტავს და მის ცხოვრებას სიხალისეს დაუბრუნებს.

ყურება

———————–

Dance With Me – მეცეკვე (1998)

მოკლე მიმოხილვა: საცეკვაო სტუდიაში, რომელიც ემზადება ღია მსოფლიო ჩემპიონატისტვის სამეჯლისო ცეკვებში ლას-ვეგასში, გამოჩნდებაახალგაზრდა კუბელი რაფაელი. ის ჩამოდის ამერიკაში, იმისათვის რომ თავისი სანუკვარი სურვილი აისრულოს. სტუდიის დირექტორს ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავეს დიდი იმედები აქვს. ლამაზმანის რუბის მეთაურობის ქვეშ რაფაელი იწყებს მზადებას მომავალი შეჯიბრისთვის. ის – გამოცდილი ინსტრუქტორია, მაგრამ მის შესანიშნავ ტექნიკას მთავარი რან არ ყოფნის – სიცოცხლე. იმ დროს როდესაც ცდუნებული დამრიგებელი თავის მოსწავლეს რთულ საცეკვაო პას ასწავლის, ის თვითონ შეისწავლის ვნების უდიდეს მეცნიერებას. და როდესაც რუბი და რაფაელი სცენაზე გამოდიან, მათ სჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ – თავისი გულების მუსიკის მოსმენა, რომელშიც სიყვარული ცეკვავს.

ყურება

———————–

Come Dance With Me – მოდი, მეცეკვე (2012)

მოკლე მიმოხილვა: ჯეკი არის ფინანსური საბროკერო ფირმის თანამშრომელი, რომელიც ცდილობს ფირმის პრეზიდენტზე – დრიუზე შთაბეჭდილება მოახდინოს დაწინაურების მიზნით. თუმცა, ჯეკი ხვდება დემის, რომელიც დრიუს ქალიშვილია. დემის დედა – კლარისა არ არის ჯეკის მომხრე და ურჩევნია დემი ვინმე მისი სოციალური კლასის წარმომადგენელს ხვდებოდეს. ჯეკი მაინც აპირებს, რომ ხელი ითხოვოს და იდეალური შეთავაზების მოწყობისთვის ცეკვის გაკვეთილებზეც დარეგისტრირდა. თუმცა, ჯეკსა და მის ცეკვის ინსტრუქტორს, კრისტინას, შორის გრძნობები გაჩნდება და ჯეკს მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, სანამ გვიანი იქნება.

ეს ფილმი ჯერ არ დევს ქართულ საიტებზე.

———————–

Saturday Night Fever – შაბათ საღამოს ციებ-ცხელება (1977)

მოკლე მიმოხილვა: უბრალო ახალგაზრდა ბიჭი საღებავების მაღაზიაში მუშაობს, მთელი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე… შაბათობით კი როგორც ყოველთვის საყვარელ დისკოთეკაზე მიდის და ცეკვავს გონების დაკარგვამდე… ის საცეკვაო მოედნის მეფეა…

ყურება

———————–

The Last Days of Disco – დისკოს ბოლო დღეები (1998)

მოკლე მიმოხილვა: ორი ახალგაზრდა ქალი და მათი მეგობრები ატარებენ თავისუფალ დროს განსაკუთრებულ ღამის კლუბში ნიუ-იორკში 1980 წელს.

ყურება

———————–

Girls Just Want to Have Fun – გოგონებს სურთ გართობა (1985)

მოკლე მიმოხილვა: ჯეინი ახალია ქალაქში და ის მალევე შეხვდება ლინს, რომელიც იზიარებს მის დიდ სიყვარულს ზოგადად ცეკვის მიმართ და განსაკუთრებით “Dance TV”-ს მიმართ. როცა Dance TV-ს ახალი წყვილის წოდებისთვის შეჯიბრი გამოცხადდება, ჯეინი და ლინი გადაწყვეტენ საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ. ერთაერთი პრობლემა ისაა, რომ ჯეინის მამას არ მოსწონს ეს იდეა.

ყურება

———————–

Strictly Ballroom – მხოლოდ საცეკვაო დარბაზში (1992)

მოკლე მიმოხილვა: ეს არის ზღაპრისმაგვარი ისტორია, სავსე სამეჯლისო ცეკვების ფეიერვერკით. ფილმი აერთიანებს მიუზიკლის, მელოდრამის, კომედიის და ფსიქოლოგიური დრამის ელემენტებს.

ყურება

———————–

Chicago – ჩიკაგო (2002)

მოკლე მიმოხილვა: ველმა ქელი და როქსი ჰარტი, მომხიბლავი ფატალური ქალები, იბრძვიან საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების მისაპყრობად.

ყურება

———————–

Burlesque – ბურლესკი (2010)

მოკლე მიმოხილვა: ალი ახალგაზრდა ამბიციური გოგონაა პატარა ქალაქიდან, არაჩვეულებრივი ხმით, რომელმაც ახლახანს დაკარგა მშობლები. მარტო დარჩენილი დიდ ქალაქ ლოს-ანჟელესში მიემგზავრება და სამუშაოს იწყებს ტესთან, კლუბ “ბურლესკში”. სულ მცირე დროში პოულობს მეგობრებს, თაყვანისმცემლებს და დიდ სიყვარულს. მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ზღაპარი გაგრძელდეს სამუდამოდ?.. მისი ხომ უამრავ ადამიანს შურს.

ყურება

———————–

Fame – დიდება (1980)

მოკლე მიმოხილვა: მუსიკა, ცეკვა, სიყვარული. ეს ყველაფერი ხელოვნების სკოლაში ხდება, იქ სადაც მომავალი ვარკვლავები სწავლობენ. ისინი ცხოვრებას უწყობენ გამოცდას და ცხოვრება – მათ. უყვართ, ცეკვავენ და მეგობრობენ. ყოველი მათგანი კი ოცნებობს გახდეს ცნობილი და სახელი მოიხვეჭოს. დიდება – ეს ხელოვნების სკოლის ყველა მოსწავლის მიზანია.

ყურება

———————–

Fame – დიდება (2009)

მოკლე მიმოხილვა: ძველი ფილმის ბანძი რიმეიქი. ნიუ-იორკის პრესტიჟული, ხელოვნების სკოლის სტუდენტები, მომავალი მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები და მხატვრები შანსს იღებენ, რათა თავისი ოცნება განახორციელონ… მაგრამ მხოლოდ ნიჭს, მიზანდასახულობას და შრომას შეუძლია მათი დიდებამდე მიყვანა…

ყურება

———————–

ბალეტზე ფილმები მხვდება, სადაც არ უნდა გავიხედო. ამიტომ, რამდენიმე აქაც უნდა ჩავსვა. ბოლო დროის განსაკუთრებით პოპულარული ფილმი:

Black Swan – შავი გედი (2010)

მოკლე მიმოხილვა: ფილმის სიუჟეტი საბალეტო თეატრის პრიმა ბალერინას გარშემო ვითარდება. მას მოულოდნელად საშიში კონკურენტი უჩნდება, რომელმაც შესაძლოა ყველა პარტია წაართვას. მეტოქეობა მძაფრდება საპასუხისმგებლო გამოსვლის მოახლოვებასთან ერთად, რომელმაც ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს.

ყურება

———————–

Center Stage – ავანსცენა (2000)

მოკლე მიმოხილვა: ცეკვა – ეს არის მათი ცხოვრების აზრი. ახალგაზრდა და ამბიციური, ბალეტის მომავალი ვარსკვლავები, წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წავლენ. სცენაზე ისინი ღმერთები არიან, ცხოვრებაში კი – ჩვეულებრივი მოკვდავები, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. და სწორედ აქ იშლება ზღვარი ცეკვის ჯადოსნურ სამყაროსა და სასტიკ რეალობას შორის. არის თუ არა შესაძლებელი გახდე ვარსკვლავი და ამავე დროს დარჩე ჩვეულებრივი ადამიანი?..

ყურება

———————–

Billy Elliot – ბილი ელიოტი (2000)

მოკლე მიმოხილვა: რითი უნდა ერთობოდეს მეშახტის შვილი? აქ ორი აზრი არ არსებობს – მხოლოდ კრივით. მაგრამ 11 წლის ბილი ელიოტს ამის შესახებ თავისი აზრი აქვს. ის შეყვარებულია. ბალეტზე.

ყურება

———————–

და ბოლოს, ყველაზე ძველი, მოკლე ფილმი ცეკვაზე. ბალეტის ორი მოცეკვავის პერფორმანსი, შემგომი დამატებით მულტი და ფოტო ეფექტებით.
Pas de deux – პა-დე-დე (1968)

ყურება

1 responses to “ფილმები ცეკვებზე 2

  1. გამოხმაურება: ფილმები ცეკვებზე | B-boy Lintu

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.