საიტის შესახებ

…და აღდგა ბლოგი ფერფლიდან ფენიქსივით, რადგან მისი ადგილი ამდენი ხნის შემდეგაც კი არავინ დაიკავა. (ბლოგზე მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება. მალე დაიდება ახალი პოსტები – 23.07.2018)

ამ ბლოგის მიზანია ჰიპ-ჰოპ კულტურის შესახებ ინფორმაციის ქართულ ენაზე შეკრება და ერთ სივრცეში შეგროვება. ბლოგის ძირითადი ფოკუსი არის ბრეიქდანსი, თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ბრეიქდანსი არის ჰიპ–ჰოპ კულტურის ნაწილი და წარმოადგენს სანახაობრივ ცეკვას, რომელიც შეიცავს ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებს. ბრეიქდანსს ერთი ჩამოყალიბებული სქემა არ ახასიათებს, თუმცა, ბრეიქდანსის მოძრაობები შესაძლებელია 4 ძირითად კატეგორიაში გავანაწილოთ: toprock, downrock, power moves და freezes (მოძრაობები, რომლებიც სრულდება დგომის პოზიციაში, ქვედა მოძრაობები, ძალისმიერი მოძრაობები და წამიერი გაყინვები სხვადასხვა რთულ პოზაში). ბრეიქდანსის მოცეკვავეს ქვია B-boy ან B-girl. ცეკვაში ფართოდ გავრცელებულ მოძრაობებთან ერთად დიდი ადგილი უკავია იმპროვიზაციას და ინდივიდუალობას. ბრეიქდანსი შედგება ენერგიულობის, მოძრაობის, კრეატიულობისა და ხიფათის ელემენტებისგან. ის არის იმ ცხოვრების ანარეკლი, რაც ქუჩის ბანდებისთვის იყო ყოველდღიურობა და საიდანაც ცეკვის ეს ფორმა განვითარდა.
ჰიპ–ჰოპ კულტურა ბრეიქდანსის გარდა ასევე მოიცავს რეპს, დიჯეობას, ბითბოქსს და გრაფიტის – ფაქტიურად ხელოვნების ყველა ძირითად დარგს (მუსიკა, ცეკვა, ხატვა, პოეზია, რაღაც დონეზე დრამაც). ბრეიქდანსი, ისევე, როგორც ზოგადად ჰიპ-ჰოპი, ჩამოყალიბდა 70–იან წლებში. ბრეიქდანსის აკვნად ითვლება ნიუ–იორკის ქუჩები, ბრონქსი. ის ძირითადად გავრცელებული იყო აფრიკელი ამერიკელების საზოგადოებაში. თავიდან ჰიპ-ჰოპი ანდერგროუნდში არსებობდა და ბრეიქდანსიც ითვლებოდა ანდერგრაუნდის ცეკვად, მაგრამ 80-იანებში უკვე ფართოდ გავრცელდა და მას დღეისათვის მთელი მსოფლიო იცნობს.
ჰიპ-ჰოპ მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა საინტერესო ტექნიკას. რეპთან და დიჯეობასთან ერთად ის მოიცავს ბითბოქსს, სემფლინგს, სქრეჩინგს და ა.შ. თავიდან დიჯეები მელოდიის გაკრვეულ ნაწილს აბამდნენ ლუპზე (მუდმივი გამეორება) და ამ გზით ქმნიდნენ საკუთარ, ახალ ბითებს. ამას შემდეგ მოყვებოდა რიტმი და რეპის სტილის გარკვეული ვოკალი. შემდეგ დიჯეების მოწყობილობების ინსპირაციით ჰიპ-ჰოპ კულტურაში გამოიყო ბითბოქსინგი – დიჯეების მიერ დაკრული ხმების იმიტირება ადამიანის პირის საშუალებით. ადრეულ დრამის მოწყობილობებს beatbox – ბითის ყუთს ეძახდნენ. ბითბოქსერები ბაძავდნენ მის ხმებს, საიდანაც დამკვიდრდა მათი სახელიც. შემდეგში ეს მიმართულება მეტად კომპლექსური გახდა, როცა ბითბოქსერებმა ათასნაირი საკრავის იმიტირება და რამდენიმე ბითის პარალელურად “დაკვრა” ისწავლეს. ჰიპ-ჰოპის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია გრაფიტი. მისი საშუალებით მოხდა ჰიპ-ჰოპ კულტურის ელემენტების ვიზუალური სტიმულირება. გრაფიტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა ჰიპ-ჰოპმა ის გარდაქმნა და საკუთარი კულტურის ნაწილი გახადა. ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სტილი განსხვავებულია და ასეთი გრაფიტი განსაკუთრებით გამოირჩევა. როგორც ბრეიქდანსია ჰიპ-ჰოპის კულტურის ფიზიკური გამოხატულება, ასევე არის გრაფიტი მისი ვიზუალური მანიფესტაცია.
ჰიპ-ჰოპის კულტურა შეიცავს ცალკე ჰიპ-ჰოპის ცეკვას ბრეიქდანსთან ერთად. ის რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს: Locking, Popping (რომელიც თავის მხრივ შედგება – Robot, Waving და Tutting-სგან), Crippling (C-walk), Gliding და Krumping. თითოეულ მათგანს დამახასიათებელი მოძრაობები აქვს და ხშირად დამახხასიათებელი ჩაცმულობაც. ასევე, შეიძლება გამოვყოთ Freestyle – ეს არის პირველ რიგში იმპროვიზაცია. ძირითადად შეიცავს მოცეკვავის მოფიქრებულ მოძრაობებს, რომლებიც შეიძლება რაღაც გარკვეულ ჩარჩოს არ მიყვებოდეს.

რაც შეეხება ბრეიქდანსს, როგორი სტილის მოცეკვავეც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად იყენებს მოძრაობებს შემდეგი კატეგორიებიდან: Uprock/Toprock – ზედა (დგომელა) მოძრაობები, რომლიდანაც შედის მოცეკვავე ქვედა მოძრაობებში და ძალაზე დაყრდნობილ მოძრაობებში; Footwork/Downrock – ქვედა ბრეიქი, ძირითადი ფოსური არის ფეხის მოძრაობებზე და მოცეკვავე სხვადასხვა სტილით მოძრაობს საათის ისრის ან მის საწინააღმდეგო მიმართულებით წრიულად, პერიოდულად მიმართულების შეცვლით (6 step, 3 step, CC, Zulu spin…); Powermove – ძალისხმიერი და ყველაზე ეფექტური, ფიზიკის წესების უარმყოფელი მოძრაობები (windmill, headspin, turtle, backspin, swipes, air flare, elbow spin და სხვა); Freeze – სხეულის “გაყინვა” გარკვეულ რთულ პოზიციაში 1–5 წამით. ყველა ეს სტილი შედის ერთ ცეკვაში. ბრეიქერი არ ირჩევს ამათგან ერთ–ერთს, ის სწავლობს ყველა მათგანს და ერთმანეთს უხამებს ცეკვაში. თუმცა, სხვადასხვა მოცეკვავე ირჩევს ამათგან რომელს დაუთმოს ყველაზე მეტი დრო და რომელი გახდეს მისი სტილის “ფიშკა”. ბრეიქდანსი ხშირად გულისხმობს მოცეკვავეებს ან მოცეკვავეთა ჯგუფებს, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და ერთგვარ ბრძოლაში უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარ შესაძლებლობებს.

თვითონ ტერმინი ბრეიქდანსი მოდის ტერმინიდან ბრეიქი (break), რომელიც დიჯეების შემოღებულია და გარკვეულ რიტმებსა და ხმოვანებას აღნიშნავს, რომელსაც ქმნიან სხვადასხვა ჩანაწერების შერევით უწყვეტი საცეკვაო ბითის შესაქმნელად. პირველად ეს ტექნიკა გამოიყენა დიჯეი Kool Herc-მა (Clive Campbell), იამაიკელმა დიჯეიმ ნიუ-იორკში, როცა მან 2 იდენტური ჩანაწერიდან გამიქსა პერკუსიის ბრეიქი.
დღეისათვის მსოფლიოში ტარდება სხვადასხვა მასშტაბის მრავალი ჩემპიონატი. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული არის Red Bull BC One, რომელიც ტარდება მსოფლიო მასშტაბით და 16 ბრეიქერი იბრძვის პირველობისთვის. ჩემპიონატი ტარდება ერთი–ერთზე. ასევე, ძალიან პრესტიჟულია B.O.T.Y., რომელიც უფრო მეტად გუნდების შეჯიბრებაზეა ორიენტირებული, თუმცა, 1v1 მიმართულებაც აქვთ.

15 responses to “საიტის შესახებ

  1. ერთობ მადლობელი! 🙂

  2. თსუ-ში, ვისაც გინდა იმას უთხარი. დაჟე თუ გინდა რამდენიმეს ერთადაც 😀
    წელს ვამთავრებ და…
    ეკონომიკაზე უნდა ვისწავლო მაგისტრატურაში :/

  3. სხვაგან პიარს არ ასწავლიან ცალკე ფროფესიად.. რა მინდოდა არცმე ვიცი..ჩამებარებინა მაღლივში ემბიეიში :)))))))) ნუ მოკლედ

  4. ვაიმეეე, ავტომატური მუსიკა გამორთე, რა, გეხვეწები:) შემოსვლისას არა უშავს, მაგრამ ახალი ფანჯრების გახსნისას მაგიჟებს 🙂

  5. დედაენის ბაღში გუშინ იყავი?

    • კიი ვიყავი, მაგას როგორ გავმაზავდი! ძაან მაგარი იყო ბრეიქი. სხვას არა უშავდა…
      შენ იყავი?

  6. tqven ascavlit sadme? bavshvs minda vamecadino

  7. dcalian gtxovt momceret misamarti da nomeri,DIDI madloba cinascar

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.