Make Your Choice!

Make Your Choice

ბრეიქდანსში არსებობს ცეკვის სხვადასხვა სტილი და მოძრაობა, და ასევე, არსებობს ბრეიქდანსის რამდენიმე მონათესავე ცეკვის სტილი. ბრეიქდანსი  სულ რაღაც 40-ოდე წლის წინ შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1970-იან წლებში) და ჯერ კიდევ ყალიბდება მისი ახალი მიმდინარეობები და მოძრაობები. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმდინარეობების გამოყოფა ძნელია. ბრეიქდანსის ყველა მოცეკვავეს აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, თუმცა, მათი ძირითადი ნაწილის გაერთიანება შეიძლება ორ ფართო მიმდინარეობაში. იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთო, რომელია შენი სტილი, ჯერ ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს თითოეულ მათგანზე.

Downrock style vs. Power style (Style-heads vs. Power-heads)

ბრეიქდანსში ძირითადად ორი სტილი გამოიყოფა. პირველის მიმდევარი ბი ბოი სტილზე აკეთებს ხაზგასმას და თავისი უნარით, ზუსტად აყვეს მუსიკის რიტმს, ცდილობს აღფრთოვანება გამოიწვიოს მაყურებლებში. მეორე კი უფრო მეტად აკრობატულ ილეთებს გულისხმობს და ფიზიკურ მომზადებაზე დამოკიდებული შთამბეჭდავი მოძრაობებით ცდილობს სხვებისგან გამორჩევას.

პირველი სტილისთვის დამახასიათებელი კლასიკური მოძრაობებია 6 Step (ასევე 12/5/3 Step), CC’s, Helicopter, Back Rock, Threading.

 

მაშინ როცა მეორე სტილი მოიცავს, Airflare, Halo, Jackhammer, Headspin, Elbow Spin…

ეს ორი სტილი არანაირად არ გამორიცხავს ერთმანეთს, პირიქით, ავსებს კიდეც. კარგი ბრეიქერი ყოველთვის ახერხებს ისინი გააერთიანოს ისე რომ ხელოვნურობის შეგრძნება არ დატოვოს. ბრეიქერმა უნდა აირჩიოს თავის ცეკვაში რა ნაწილი დაუთმოს ძალისმიერ აკრობატულ მოძრაობებს და რა ნაწილი – ქარიზმატულ, სტილის გამომხატველ მოძრაობებს. სწორედ ეს აყალიბებს მოცეკვავის საბოლოო სტილს, რომელიც უნიკალურია და ყველას თავისი აქვს.

გარდა აღნიშნული მოძრაობებისა, კიდევ არესებობს Freeze და Suicide, რომელიც აგვირგვინებს სხვადასხვა სახის მოძრაობებს შთამბეჭდავ დასასრულში.

იმის მიუხედავად, რა სტილს აირჩევს მოცეკვავე, ყველა ბრეიქერის ცეკვაში არის მოძრაობები, რომლებიც იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

Top Rock – სრულდება დგომის პოზიციაში. შედარებით ადვილი ასათვისებელია დამწყებებისთვის, ამიტომ ძირითადად სწავლას top rock-ით იწყებენ. ასევე, პროფესიონალი ბრეიქერებიც top rock-ით იწყებენ გახურებას ვარჯიშის დროს.

Foot Work – ასევე მნიშნვნელოვანი ნაწილი ბრეიქდანსში. მოძრაობები სრულდება სხვადასხვა თვლაში დაწყებული 2 ნაბიჯიდან 12 ნაბიჯამდე. მოიცავს სხვადასხვა სახის მოძრაობებს როგორიცაა ფეხის კვრა (kick), ტრიალი (spin) და ფეხების არევა (shuffle), CC, Zulu spin…

Drop Moves – ეს მოძრაობები გამოიყენება დგომიდან footwork-ის მოძრაობებზე გადასასვლელად. ეს გადასვლა ცეკვაში უნდა იჯდეს ბუნებრივად და რიტმულად. ძირითადად ეს მოძრაობებია knee, sweep, thread, corkscrew და coin drop.

Body Moves – ეს ისეთი მოძრაობებია, რომლის შესრულების დროსაც სხეულის უდიდესი ნაწილი ეხება იატაკს. ასეთი მოძრაობებია scissor, worm, body glide…

Power Moves – როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მოძრაობები ძლიერ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს და მაღალი სიზუსტით უნდა შესრულდეს. ეს მოძრაობებია head spin, windmill, flare, back spin, halo…

End Moves – ცეკვის ბოლოში ბრეიქერმა შეიძლება გამოიყენოს freeze ან suicide მოძრაობა. Freeze-ის კატეგორიას მიეკუთვნება air chair, head stand, flag და elbow freeze. ეს მოძრაობები გულისხმობს რაიმე პოზის შენარჩუნებას რამდენიმე წამის განმავლობაში. suicide არის ისეთი მოძრაობა, რომელიც ტოვებს მოულოდნელი ვარდნის ან მტკივნეული დაცემის შთაბეჭდილებას, მაგრამ რეალურად უმტკიმნეულო და დამამახსოვრებელი დამასრულებელი მოძრაობაა. მაგალითად, ესენია pencil spin, coin drop ან headflip.

Kill The Beat – ბრეიქდანსში დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში ცეკვის მუსიკის რიტმზე დასმა ითვლება ყველაზე წარმატებულ ცეკვად და განსაკუთრებულ ოვაციებს იწვევს მაყურებლებში. ბი ბოი მუსიკის წინასწარ ცოდნის გარეშე ცდილობს გამოიცნოს რიტმის მომავალი განვითარება და თავისი მოძრაობები დაამთხვიოს მას. ამისი მაგალითია Bboy Physicx, Issei, Morris…

შემდეგ ნაწილში საუბარი მაქვს ჰიპ-ჰოპ ცეკვის საინტერესო სტილებზე.

2 responses to “Make Your Choice!

  1. გამოხმაურება: Make Your Choice!.. ნაწილი 2 | B-boy Lintu

  2. გამოხმაურება: Make Your Choice – ნაწილი 3 | B-boy Lintu

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.