RB BC One 2019

რედ ბულის ჩემპიონატი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟულია ბრეიქდანსის მოცეკვავეებს შორის. 2019 წლის ჩემპიონატი ჩატარდა 9 ნოემბერს მუმბაიში, ინდოეთში და რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირა:

ჩემპიონატში გაიმარჯვა მენომ და გახდა პირველი სამგზის ჩემპიონი ისტორიაში.

Killa Kolya გახდა პირველი მონაწილე საიფერებიდან, რომელმაც ფინალამდე მიაღწია (ასევე, პირველი ყაზახი).

გოგოების კატეგორიაში გაიმარჯვა კასტეტმა და გახდა პირველი რედ ბულის ჩემპიონი რუსეთიდან.

მენომ ძლიერი გამარჯვება მოიპოვა კილა კოლიას წინააღმდეგ, თუმცა შედეგმა ბრეიქდანსის ბევრი გულშემატკივარი გაანაწყენა. ჩემპიონატის პირველივე რაუნდში დამარცხდა წინა წლის ჩემპიონი Lil Zoo (Killa Kolya-ს წინააღმდეგ), რის შემდეგაც თითქმის უდაო იყო, რომ ახალი ჩემპიონი მენო იქნებოდა.

გოგოების ფინალში კასტეტმა დაამარცხა იაპონელი აიუმი, რომელმაც მთელი ძალები დახარჯა ნახევარფინალში თანამემამულე ემის დასამარცხებლად (2018 წელს აიუმი და ემი ფინალში შეხვდნენ და ემი გახდა ჩემპიონი).

სრული ჩემპიონატი დევს Red Bull BC One-ის Youtube არხზე:

ბიჭების ფინალის ვიდეო:

გოგოების ფინალის ვიდეო:

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.