Category Archives: B-boys & B-girls

3

Jinjo Crew

Jinjo Crew არის კორეელი ბრეიქდანსერების ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2001 წელს. მათი სახელი მოდის კორეული სიტყვებიდან ამომავალი (Jin) და ცეცხლი (Jo). ჯინჯო ჯგუფი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია მათი კრეატიულობითა და პროფესიონალიზმით. მათი მიზანია ახალი მოძრაობის წამოწყება კორეულ კულტურაში თავიანთი უნიკალურობით. ისინი მიილტვიან იყონ ყოველთვის საუკეთესო! ისინი მოგზაურობენ, რომ განავითარონ და მეტ ხალხს გაცნონ ბი-ბოი კულტურა. დღეს ისინი მსოფლიოში N1 რანგის ჯგუფად ითვლებიან bboyrankingz.com მიხედვით (Red Bull BC One All Star, რომელიც Red Bull-ის ჩემპიონებისგან არის შემდგარი, მეორე ადგილზეა).

შემადგენლობა:

წევრი: ფსევდონიმი:
Kim Heon-Jun Skim
Kim Heon-Woo Wing
Kim Hong-Yeol Hong 10
Jang Ji-Kwang Vero
Oh Chul-Je F.E
Lee Seung-Jin Fleta
Hwang Myung-Chan Octopus
Lee Tae-Gyu Mold
Kim Woo-Joong Soma
Lee Jin-Ho Kazino
Kang Suk-il Stony
Park Jun-Young Lilky
Jo Min-Guen Bigshot
Lee Cho-Won Meadow
Kim Soo-il Water1
VaBALim/OMG
A1
Lee Jae-Bok Giboon
Si-Young, Kim J-cop (ბითბოქსერი)

ტიტულები:
Gambler Fila Battle Party 2007 2 vs 2
Battle Time 4 2007 3 vs 3
Circle Kingz 2008 2 vs 2
Cyon Bboy Championship 2008 final Crew vs Crew
Circle Prinz Korea 2008 2 vs 2
R-16 International 2010 Crew vs Crew
Cyon B-Boy Championships Seoul 2010 Crew vs Crew
R16 Korea 2010 Crew vs Crew
Battle Of The Year International 2010 Crew vs Crew
Floor Wars Korea 2010 3 vs 3
R16 Korea 2011 Crew vs Crew
Freestyle Session 2011 3 vs 3
Floor Wars 2011 3 vs 3
BATTLE OF EST 2012 Crew vs Crew
DESTRUCTIVE STEPS 4 2012 3 vs 3
Battle de Corbeil 5 2012 Crew vs Crew
UK B-BOY CHAMPIONSHIPS 2012 Crew vs Crew
BATTLE DONATION 2013 4 vs 4
Le Mans Battle 2013 3 vs 3
Chelles Battle Pro 2013 Crew vs Crew
G-SHOCK SHOCK THE WORLD 2013 2 vs 2
FLUIDO JAM 9 2014 Crew vs Crew
Bomb Jam 2015 2 vs 2
Bomb Jam 2015 Crew vs Crew
Jeonju Grand Prix 2015 Crew vs Crew
Battle VNR 2016 Crew vs Crew
Break The Floor int. 2016 4 vs 4
Keep on Dancine Korea 2017 3 vs 3
FULL THROTTLE 2017 2 vs 2
Break The Floor int 2017 4 vs 4
SCAPE Radikal Forze Jam 2018 2 vs 2
Break The Floor int. 2018 4 vs 4
Battle VNR international 2018 Crew vs Crew
Floor Wars 2018 – World Finals 3 vs 3

ფინალისტი:
NYJ RiverSide Battle 2007 4 vs 4
Evolution Korea 2008 Crew vs Crew
CircleKingz World Finals 2009 2 vs 2
Fluido Contest 4 2009 Crew vs Crew
Hip Opsession 7 2011 3 vs 3
UK B-Boy Championships World Finals 2011 Crew vs Crew
BreakLA x Battle Royale 2013 3 vs 3
Keep On Dancing 2014 Korea Elimination 3 vs 3

ჯინჯო ჯგუფს საკუთარი საიტიც აქვს (კორეულ ენაზე) – www.thejinjo.com

jinjo_hong10

Jinjo Crew ძალიან პოპულარულია სამხრეთ კორეაში და მეზობელ ქვეყნებში. მის წევრებს მთელი 17 ნაწილიანი მანგაც კი მიუძღვნეს… ლინკი

B-boy Pocket

ეს ადამიანი არის… უცხოპლანეტელი, არ ვიცი. Powermove-ების ღმერთი სამხრეთ კორეიდან. ტიპმა ფიზიკა არ იცის რა არის, ასწავლეთ ვინმემ. ისე დაფრინავს, მარტო ძალისმიერი მოძრაობები რომ აკეთოს, მაინც გამოიწვევს აღფრთოვანებას (მიუხედავად იმისა, რომ ცეკვაში მუსიკის დინების და footwork-ის მოყვარული ვარ). 20 წლისაა, მაგრამ ცხოვრების ნახევარია რაც ცეკვავს. 2005 წელს 9 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა.

ნამდვილი სახელი: GiJoo Kim
დაიბადა 1996 წლის 18 სექტემბერს
გუნდი: Morning of Owl
სახელი Pocket მგონი გასაგებია საიდანაც მოდის… ფიზიკურად პატარაა, ანუ ჯიბის ზომის და ამიტომ შეარქვეს :დ

Continue reading

Caucasus Cyphers 2013

Cyphers

წელს აპრილში საქართველოში ჩატარდა საიფერების შეჯიბრი კავკასიის მასშტაბით (Red Bull BC One Caucasus Cyphers). მასში გამარჯვებული უნდა გამგზავრებულიყო კიევში საიფერების მსოფლიო შესარჩევში, სადაც გამარჯვებული უკვე მოხვდება “რედ ბულ”-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველი ეტაპი გაიმართა ქართველ ბრეიქერებს შორის, რომელსაც მოყვა 20 აპრილის კავკასიის ჩემპიონატი.

Continue reading

All Stars in Georgia 2

გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.

Continue reading

All Stars In Georgia!

74654d8d977f5470d73a978e31ff34d9

RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოშია!

16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

Continue reading

B-boy Neguin

neguin-profile-image-01

ინტერესები: კაპოეირა (ბრაზილიის ნაციონალური საბრძოლო ხელოვნება აკრობატიკის ელემენტებით), მუსიკა და ხელოვნება.
კრედო: “ყოველთვის იყავი მზად და იყავი ის, რაც ხარ”.

Fabiano Carvalho Lopes aka Neguin არის ბრაზილიელი ბრეიქერი, რომელიც დაიბადა 1987 წელს კასკაველში, პარანაში. ამჟამად ცხოვრობს სან პაულოში. გამოდის ჯგუფი Tsunami Allstars სახელით. ის 2009-2010 წლებში მონაწილეობდა რედ ბულის ჩემპიონატში და მეორე ცდაზე გაიმარჯვა კიდეც ფინალში. ნეგუინმა ცეკვა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველად გაეცნო ჰიპ-ჰოპს. თავიდან ის დაინტერესებული იყო ფრისტაილით და მხოლოდ 2003 წლიდან დაიწყო ბრეიქდანსის ვარჯიში.
ნეგუინი ფლობს მრავალ სტილს და შეუძლია ნებისმიერ ბრეიქერს გაუწიოს ღისეული წინააღმდეგობა. ის ცნობილია, როგორც რთული აკრობატული მოძრაობებით, ასევე სისწრაფით და ამოუწურავი ენერგიით. ნეგუინზე დიდი გავლენა მოახდინეს ბრეიქერებმა Ken Swift, K Mel (ჯგუფიდან Rock Steady Crew) და განსაკუთრებით B-Boy Ivan-მა. ის არის მრავალი ჩემპიონატის გამარჯვებული (ძირითადად სამხრეთ ამერიკის კონტინენტის).
დღეს ნეგუინის ძირითად საქმიანობას ბრეიქდანსი წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ის არის კაპოეირას ინსტრუქტორი. მანამდე ის ასწავლიდა ბრეიქდანსს სან-პაულოში “Arte nos Barrios”-ში. შემდეგ კი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში და ლონდონში.

bboy neguin

B-Boy Announcement for 2010!

აი ის სიაც, რომელსაც შეგპირდით და რომელსაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. უკვე ცნობილია RB BC One-ის 16-ვე მონაწილის სახელი. ჩემპიონატში, რომელიც ტოკიოში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ:

Just Do It (Netherlands)
Neguin (Brazil)
Taisuke (Japan)
Thesis (US of A)

Airdit (Germany)
Kapu (Brazil)
Keyz (France)
Marcio (France)

Beast (Korea)
Gravity (US of A)
Kleju (Poland)
Lil G (Venezuela)

Kill (Korea)
Luigi (US of A)
Pluto (Ukraine)
Toshiki (Japan)

რა შეიძლება ითქვას? უმრავლესობა newcomer-ია, ნახევარი მაინც. უმრავლესობის შესაძლებლობებს ჯერ არ ვიცნობ. დანარჩენებიდან მარტო ტაისუკეს გამოვარჩევდი. წელს მისი იმედი მაქვს, თან თავის ქალაქში მოუწევს შეჯიბრება (ასევე იმედი მაქვს პირველივე ეტაპზე გავარდება ზოგიერთი ბრეიქერი). თუ უკვე არ იცით, Toshiki მისი ბიძაშვილია, რომელიც არავის ჩამოუვარდება ბრეიქდანსში. ვნახოთ, მოუწევთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრა.
შარშანდელი ჩემპიონი Lilou წელს არ მიიღებს მონაწილეობას, ის ჟიურიში იქნება და იქიდან შეაფასებს ბრეიქერებს.

მანამდე კი დაველოდოთ, ჩემპიონატამდე დარჩენილია 40 დღე.

All Stars

allstars2

Red Bull BC One All Stars-ს უკვე თავისი საიტიც აქვს, სადაც შესაძლებელია ჯგუფის სიახლეების, სურათების, ვიდეოების ნახვა. ასევე თითოეული წევრისთვისაც დამოუკიდებლად. ბევრ ტურნეს მართავენ ამ შემადგენლობით, მოკლედ i’ve bookmarked

Red Bull All Stars

btw რედ ბულის ჩემპიონატი 27 ნოემბერს იქნება. 12/16 მონაწილეა დადგენილი, სრული სია რომ გახდება ცნობილი გამოვაქვეყნებ…

Red Bull BC One All Stars II

როგორც უკვე ვიცით, შეიქმნა ჯგუფი “Red Bull BC One All Stars”, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერებითაა დაკომპლექტებული.
მათგან ორი 19 აგვისტოს გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში: Roxrite – ამერიკელი ბრეიქერი, ყველაზე მეტი ჩემპიონატის გამარჯვებული და Lilou – ფრანგი (წარმოშობით ალჟირელი) ბრეიქერი, Red Bull BC One ჩემპიონატის მხოლოდ ორჯერ გამარჯვებული.
21 აგვისტოს დანიშნული იყო “Solo Pro Battle”–ის ჩემპიონატი, სადაც მათ უნდა ემსაჯათ. ეს არის სამხრეთ აფრიკაში ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი. გამარჯვებული იღებს 2000$–ის ჯილდოს! ბოლოს კი უნდა ყოფილიყო ბრეიქდანსზე დოკუმენტური ფილმის “Turn It Loose” ჩვენება. ჩემპიონატში გაიმარჯვა B-boy Curse–მა.
დოკუმენტურმა ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამხრეთ აფრიკელებზე, მათ შორის მათზეც, ვინც აზრზე არ იყო რა არის B-boying–ი (მეც ძალიან მაინტერესებს ეს ფილმი და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ)
ტურნე დასრულდა 28 აგვისტოს. ლილუმ და როქსრაიტმა მოინახულეს 4 სამხრეთ აფრიკული ქალაქი. ყველას ქონდა საშუალება მისულიყო, კონტაქტი ქონოდა მათთან და მე შურით გულზე გავეხეთქე :/ რამდენმა გააკეთა ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ anyway…
მსოფლიო ვარსკვლავები დაეხმარნენ სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს, განევითარებინათ თავიანთი ტექნიკა, დაეხვეწათ მოძრაობები და აეთვისებინათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
სამხრეთ აფრიკელ ბრეიქერებს ახასიათებთ ძალისხმიერი მოძრაობების (a.k.a. powermove) ადვილად ათვისება, თუმცა უჭირთ footwork–ში და ზოგადად რიტმზე დამყარებულ მოძრაობებში.

red-bull-bc-one-all-starlilou-drops-into-hong-kong

taisuke-goes-back-in-time-in-amman-jordan

 

მეტი ინფორმაციიისთვის და სურათებისთვის ეწვიეთ Red Bull BC One–ის ბლოგის ჩანაწერებს:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

B-boy Storm

Image and video hosting by TinyPic

მისი ნამდვილი სახელია Niels Robitzky. ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში და 14 წლის ასაკიდან დაინტერესებულია ბრეიქდანსით, პოპინგითა და ლოქინგით. შტორმი ბრეიქდანსში 1983 წლიდან აქტიურად არის ჩართული. მას მოუწია 80–იანი წლების რთული პერიოდის გადატანა, როცა ბრეიქდანსი ნაკლებად პოპულარული იყო და მხოლოდ ერთი–ორი ენთუზიასტი იყო დარჩენილი. თუმცა მან შეძლო შეეკრიბა ეს ბრეიქერები და ჩამოაყალიბა ჯგუფი “Battle Squad“, რომელმაც შემდგომში 1991–1992 წლებში მოიგო ჩემპიონატში “International Battle of the Year“. რადგანაც იმ პერიოდში ბრეიქდანსი ითვლებოდა თითქმის გადაშენებულ სახეობად, შტორმმა გადაწყვიტა ჰიპ–ჰოპ კულტურა შეეტანა თეატრის სამყაროში.

Continue reading