რედ ბული განახლებული სისტემით არჩევს ჩემპიონატის მონაწილეებს. 16 მონაწილიდან ერთი არის წინა ჩემპიონატის გამარჯვებული (ნეგუინი), 10 მონაწილეს ირჩევს საერთაშორისო ჟიური, ხოლო დანარჩენი 5 მონაწილის ვინაობა გაირკვევა “საიფერები”ს გამარჯვებულებს შორის შეჯიბრებით.
Cyphers არის 1-on-1 სახის შეჯიბრებები, რომელიც იმართება კლუბებში და საცეკვაო ადგილებში მსოფლიოს 27 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. “საიფერი” არის საშუალება ნებისმიერი ბრეიქერისთვის, მოხვდეს ყველაზე პოპულარულ 1-1-ზე Red Bull BC One-ის ჩემპიონატზე.
Cypher-ის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდებიან შესარჩევში, რომელიც ჩატარდება 5 ქვეყანაში – ბრაზილია, ესპანეთი, ტაივანი, თურქეთი და ა.შ.შ. გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში Red Bull BC One 2011, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში, რუსეთში, 26 ნოემბერს.
2011 წლის ექსტრემ კვირეულიც მოახლოვდა!
25-ივნისიდან 2-ივლისის ჩათვლით გაიმართება შეჯიბრებები ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში
ორგანიზატორი არის კვლავ Adrenaline.ge
კვირეული იწყება პარკური/ბრეიქდანსით, რომელმაც ამჯერად “ზედ” რუსთაველზე გადაინაცვლა. ასე უფრო მეტი მაყურებელიც ნახავს და უფრო საინტერესოც იქნება სავარაუდოდ.
ვნახოთ როგორ ჩაივლის eXtreme week 2011, მე ძაან მაინტერესებს
——–
btw ვადებმა ერთი კვირით გადაიწია:
2 ივლისი – 19:00 -Parkour / break dance-რუსთაველის გამზირი (პარლამენტის წინ) 3 ივლისი – 10:00 – Off Road – დიდი დიღომი 4 ივლისი – 18:00 – Rock Climbing- აბანოთუბანი (მეტეხის კლდე) 5 ივლისი – 17:00- Skate / Roller / BMX / graffiti – დედაენის სკვერი (Skatepark) 6 ივლისი – 17:00- Motto Cross -მეიდანი 7ივლისი – 18:00 – Drift King - 8 ივლისი – 17:00 – DownTown- მეიდანი 9 ივლისი – 19:00 – Ski / Snowboard Freestyle contest- კუს ტბა
დამატებითი ინფორმაცია: www.adrenaline.ge
(საიტი მალე გაიხსნება, როგორც გვპირდებან)
გარკვეული და, რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზების გამოც აქამდე არ გამომიქვეყნებია ლილუსა და ჩიკოს თბილისში 3 დღიანი ვიზიტის შედეგები, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან…
მოკლედ, ბევრი რომ არ დავაყოვნო შემოლაგდით მონიტორის ირგვლივ, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დატკბით.
როგორც წინა პოსტში ვთქვი, ლილუ და ჩიკო საქართველოში ჩამოვიდნენ 16 აპრილს. პირველ დღეს ისინი იყვნენ Night Office-ში და მოაწყვეს პატარა შეჯიბრება.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იგიჟებს თავს ლილუ. რას იზამ, პროფია.
კი, გეთანხმებით ამის ლაივში ნახვა მართლა სიგიჟეა.
მეორე დღეს, 17 აპრილს ლილუ და ჩიკო იყვნენ მზიურის პარკში, სადაც გაიმართა კავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსში. ლილუ და ჩიკო, გაგიკვირდებათ და, იყვნენ ჟიურიში და აფასებდნენ მონაწილეებს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები წელებზე ფეხს იდგამდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა), რომ გაემარჯვათ ჩემპიონატში. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რედ ბულის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში! დიაღ, სწორედ Red Bull BC One 2011-ის შესარჩევში.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩართეთ და უყურეთ ჩემპიონატის მსვლელობას:
Caucasus Championship
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები: B-boy Small (Pioner) vs. B-boy Killa’ Jazz.
ესეც გადამწყვეტი ბრძოლა:
Final
დაა გამარჯვებული გახდა B-boy Killa’ Jazz (Bigga Boo Crew)! ჟიურის გადაწყვეტილებით მოიგო აზერბაიჯანელმა Killa’ Jazz-მა, იმედია მომავალში უკეთ გამოვალთ და საგზურსაც ჩვენ მოვიპოვებთ.
მესამე დღეს, 19-ში ლილუმ და ჩიკომ ჩაატარეს მასტერკლასები ბრეიქდანსში. ისინი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსის (a.k.a. მაღლივი) სავარჯიშო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო გაკვეთილებში მსოფლიო ვარსკვლავებისგან. მსურველებმაც არ დააყოვნეს და ლილუმ და ჩიკომ დამწყებ ბრეიქერებს ასწავლეს სწორი ვარჯიში/მომზადება და რამდენიმე საბაზისო ილეთი. ასევე, აუხსნეს საინტერესო მოძრაობები გამოცდილ ბრეიქერებს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
ბოლოს შეიკრა წრე და სათითაოდ იცეკვეს ბრეიქერებმა, დამწყებებმა იმ დღეს ნასწავლი მოძრაობები, გამოცდილებმა …რაც იცოდნენ და ასევე ლილუმ და ჩიკომაც მოახდინეს შესაძლებლობების დემონსტრაცია. ასეთი სანახაობის ყურება არა ეკრანიდან, არამედ ერთი მეტრის დისტანციაზე (უფრო ახლოდანაც შეიძლებოდა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე) მართლა შთამბეჭდავი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ, მასტერკლასზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან ურთიერთობა, კითხვების დასმა თუ მათთან ერთად სურათის გადაღება. ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა მიმიკებით ენობრივი ბარიერის გამო XD
ბოლოს სურათები გადაიღეს, ლილუმ და ჩიკომ ინტერვიუ მისცეს, დაგვპირდნენ რომ ისევ ჩამოვიდოდნენ და …well, დავიშალეთ.
Masterclass
ლილუმ აღნიშნა რომ ქართული საცეკვაო ნომრის ნახვამ ხანჯლებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული იყო ამ ხელოვნებით
…თუმცა ეს ყველაფერი არაა. როგორც ვხვდები, მასტერკლასის მერე ლილუ და ჩიკო სანამ აეროპორტში გაემგზავრებოდნენ, ერთ ადგილას შეჩერდნენ. სავარაუდოდ ლილუს დაბადების დღე იყო და აღსანიშნავად Bigga Boo Crew-სთან და რამდენიმე ქართველთან ერთად ისინი წავიდნენ აღსანიშნავად, რაც ვიდეოზეც გადაიღეს:
16-17 აპრილს Red Bull BC One All Stars-ის წევრები თბილისს ესტუმრებიან. All Stars შედგება 7 ბრეიქერისგან: Hong 10, Taisuke, Lilou, Pelezinho, Ronnie, Roxrite, Cico. ისინი მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი ავრცელებენ ბრეიქდანსისა და ჰიპ-ჰოპის კულტურას და ხელს უწყობენ მის განვითარებას.
16 აპრილს კი ორი მათგანი – ლილუ და ჩიკო ჩამოვლენ თბილისში და ადგილობრივი შემსრულებლებისთვის ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.
იტალიელი (Cico) წარმოადგენს powermove-ის სკოლას. ძლიერია ძალისმიერ მოძრაობებში, არის არაერთი პრიზის მფლობელი და რამდენიმე ჩემპიონატში ჟიურის წევრი. ლილუ (Lilou) ალჟირული წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია, ერთადერთი Red Bull BC One-ის ორგზის ჩემპიონი. უნიკალური სტილის მოცეკვავე. ასევე არაერთგზის პრიზიორი (როგორც All Star-ის ყველა წევრი), უმრავლეს ძირითად ჩემპიონატზე ჟიურის განუყოფელი წევრი.
16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night + , 17 აპრილს კი ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე, ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკში). 17 აპრილს მზიურის პარკში შეხვედრა დაგეგმილია 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსში (a.k.a. მაღლივი), სავარჯიშო დარბაზში გაიმართება შეხვედრა 12:00-ზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ბრეიქერების ცეკვა. ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არ მოგეცეთ!
ეს ვიდეოები ცოტა ძველია, მაგრამ გამოცდილი ბრეიქერის და მასწავლებლის Mike Garcia a.k.a. “Breaker”-ის მიერ არის ჩაწერილი. გაკვეთილები 4 ნაწილისგან შედგება და ახსნილია როგორც ბრეიქდანსის, ასევე ჰიპ-ჰოპის მოძრაობები. ვიდეო შეიძლება ისეთი მაღალი ხარისხის არაა, მაგრამ საკმარისია ყველაფრის გასარჩევად. რაც მთავარია ყველაფერი ეტაპებადაა ნაჩვენები
ნიჭიერში დიდი ყურადღება მიიქცია დუეტმა “Black Balance”, რომელიც ჰიპ-ჰოპით, კერძოდ კი, ლოქინგით გამოვიდა და ეფექტი მოახდინა თავისი ბრჭყვიალა გარეგნობით და უცხო ცეკვის სტილით.
მაგრამ მალევე გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც აღმოაჩინა ამ ცეკვის “საკმაოდ დიდი” მსგავსება რამდენიმე წლის წინ დანიის “ნიჭიერის” ანალოგიურ შოუში ნაჩვენებ ცეკვასთან. ფაქტიურად ეს ცეკვა მთლიანად გადმოიღეს ქართველმა ნიჭიერებმა
მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის. დადგმის გამეორება შეიძლება თუ შენს საკუთრად გასაღებას არ აპირებ. მაგრამ როცა რაღაცას იღებ სხვისგან, “შენი” რჩება მხოლოდ ტექნიკა.
მოკლედ რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ეს ცეკვა არ იყო შესრულებული ტექნიკურად იდეალურად. მეტიც, საკმაოდ დასახვეწად მომეჩვენა. საბოლოოდ კი ვღებულობთ, რომ ეს ცეკვა ტექნიკურად იყო დაბალი დონის, დადგმა კი იყო გადმოღებული. მაშინ რა იყო კარგი?
მიუხედავად ამისა, მათ ადვილად მიიღეს 3 კი და ხალხის აღფრთოვანება. ასევე ხდება ბრეიქდანსის და ჰიპ-ჰოპის სხვა მოცეკვავეების გამოსვლის დროსაც. ჩვენ ერთი სული გვაქვს სხვებს ვანახოთ, თუ როგორი ნიჭიერები ვართ და დაუხვეწავ, დაუსრულებელ ნამუშევარს ვაჩვენებთ მათ, რაც საკმარისია აღფრთოვანების გამსაწვევად. მაგრამ ასე ვთქვათ it’s not the whole thing. ბრეიქდანსი/ჰიპ-ჰოპი იმაზე მეტია, ვიდრე ამას ხალხი ხედავს ზოგი “სულსწრაფი” მოცეკვავის დამსახურებით. მალე დაიწყებს ხალხი გარჩევას და თუ კარგი ბრეიქდანსის/ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ვერ ნახა, ხელს ჩაიქნევს მასზე.
Hip-Hop 4 All არის ვიდეო გაკვეთილების კურსი ჰიპ-ჰოპში. კარგადაა ახსნილი ძირითადი მოძრაობები, სხვადასხვა ტალღები, გლაიდინგი, თათინგი, strobing… ასევე კარგადაა ახსნილი ცეკვის ძირითადი პრინციპები, თუმცა თუ ინგლისური არ იცით მოძრაობების სწავლას მაინც ადვილად შეძლებთ.
ბლოგზე შემოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ხალხი ისევ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ახალ პოსტებს არ ვდებ. გამიკვირდა და თან გამიხარდა, რომ ბლოგი არ დარჩენილა სრულიად უფუნქციოდ.
როგორც ვხედავ, გაკვეთილების ნახვა ბევრს აინტერესებს. ბლოგზე ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სიტყვებია “ფილმები ცეკვებზე”, “ბრეიქდანსის გაკვეთილები”, “hip-hop-ის გაკვეთილები” და მისთ. ამიტომ დღეს დავდებ რამდენიმე სასწავლო კურსს ბრეიქდანსის და ჰიპ-ჰოპის ცეკვაში. მგონი ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ და ისწავლით!
მანამდე კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ you saved my day